სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ ჭითავა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვახტანგ ჭითავა (დ. 21 ივნისი, 1939) — ქართველი პოლიტიკოსი.

ვახტანგ ჭითავა
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1939 (1939-06-21) (84 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1960 წლიდან იყო ამიერკავკასიის „მეტალურგმშენის“ ბინათმშენებლობის სამმართველოს მუშა, ტრესტ „რუსთავგაზის“ ზეინკალი, ოსტატი, რუსთავის საქალაქო გაზეთის მუშაკი, რუსთავის № 16 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, 1989 წლიდან იყო რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. 1980-1987 წლებში — პოლიტპატიმარი (ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება