სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შანიძე.

ვახტანგ შანიძე (დ. 15 აპრილი, 1913, მარტოთუბანი — გ. 11 იანვარი, 1978, თბილისი) — ქართველი სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964)

ბიოგრაფია რედაქტირება

1935 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ამავე ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრას, ერთდროულად იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო მედიცინის ექსპერტი და საქართველოს სასამართლო მედიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. პირველმა შეადგინა ქართულ ენაზე სასამართლო მედიცინის სახელმძღვანელო.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება