ვახტანგ ორბელიანი (მწერალი)

ქართველი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.

ვახტანგ ვახუშტის ძე ორბელიანი (დ. 1700 ― გ. წელი უცნობია) ― ქართველი მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე II-ის პირველი ცოლის - ქეთევანის მამა.

ვახტანგ ორბელიანი
დაბადების თარიღი 1700
საქმიანობა მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე
ნათესავ(ებ)ი ერეკლე II

1735-იდან იყო ჯერ მოსკოვში, შემდეგ პეტერბურგში. 1738 დაბრუნდა საქართველოში. რუსეთში ყოფნისას დაწერა თავისი პირველი თხზულება - მოგზაურობის ჟანრის "პეტერგოფის აღწერა", რომელშიც გადმოსცა რუსეთის მეფეთა საგაზაფხულო რეზიდენციის ნახვით გამოწვეული შთაბეჭდილებანი. წერდა ლექსებს, ანბანთქებებს. ვახტანგ VI-ის კვინკლოსისთვის შეადგინა "კვინკლოსით სარგესლობის წესი".

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;