ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა

ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა (უკრ. Вулиця Вахтанга Кікабідзе) — ქუჩა კიევში, სვიატოშინის რაიონში (სამხრეთი ბორშაჰივკა); ლევკო სიმირენკოს ქუჩიდან აკადემიკოს კოროლიოვის გამზირამდე.[1] წარმოიქმნა XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. თავდაპირველად ეწოდებოდა ახალი (Нова) ქუჩა. 1981 წელს რუსი მწერლის, კიევის მკვიდრის — მიხეილ ბულგაკოვის სახელი მიენიჭა.[1] 2024 წელს, დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ქუჩას სახელი გადაარქვეს და ქართველი მომღერლის პატივსაცემად ვახტანგ კიკაბიძის სახელი უწოდეს.[2]

ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ქალაქი კიევი
რაიონი სვიატოშინის რაიონი
უბანი სამხრეთი ბორშაჰივკა
წინა სახელები ახალი ქუჩა, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩა

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Вулиці міста Києва : офіційний довідник uk. Київська міська рада. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2024
  2. „В столице переименовали еще 10 городских объектов: вместо Булгакова улица Вахтанга Кикабидзе“. Антикор (რუსული). ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)