ვახტანგ იაკობაშვილი

ქართველი ინჟინერი.

ვახტანგ იაკობაშვილი (დ. 29 ნოემბერი, 1930 წელი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი გურჯაანი) — ქართველი ინჟინერი.

1953 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1953-1955 წლებში იყო რუსეთში კემეროვოს ოლქის ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსი. 1955-1970 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის გურჯაანის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი, იმავე ტრესტის N19 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი. 1971-1992 წლებში იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი და N11 სამშენებლო ტრესტის მმართველი. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონში აშენდა მეცხოველეობის კომპლექსი, მეფრინველეობის ფაბრიკა, კულტურის სახლი (საგარეჯოში), საავადმყოფო და ტურისტული ბაზა (ლაგოდეხში), სასტუმრო, სკოლა-ინტერნატი, პოლიკლინიკა (გურჯაანში), ღვინის ქარხნები (გურჯაანსა და წითელწყაროში) მდინარე იორზე ნაპირსამაგრი ნაგებობები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი. მიღებული აქვს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სიგელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება