ვახტანგ ედილაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ედილაშვილი.

ვახტანგ იასონის ძე ედილაშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1909, სოფელი ბრეთი — გ. 13 აპრილი, 1985, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიის-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), საქართველოს დამსახურებული გეოლოგი (1984).

ბიოგრაფია რედაქტირება

1934 წელს დაამთავრა ამიერკავკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოს სისტემაში ხელმძღვანელობდა აგეგმვითსა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიებით სამუშაოებს. იყო სხვადასხვა მასშტაბის მრავალი სახელმწიფო გეოლოგიური რუკის ავტორი. იყო საკავშირო გეოლოგიური სამინისტროს კურატორი კავკასიის გეოლოგიური აგეგმვის საკითხებში. მისმა გამოკვლევებმა დიდად შეუწყო ხელი შაორის ქვანახშირის საბადოს, აგრეთვე თბილისისა და ცაიშის თერმული წყლების ახალი საბადოების აღმოჩენას. 1949-1954 წლებში, როგორც კავკასიის ნახშირძიების ტრესტის მთავარი გეოლოგი, ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ-აგეგმვითსა და ძებნა-ძიებით სამუშაოებს იურული ნახშირიანი ნალექების გავრცელების რაიონებში. 1954-1965 წლებშ იყო კავკასიის მინერერალური ნედლეულის ინსტიტუტის სექტორის გამგე, 1969-1970 წლებში — საკავშირო ტრესტ „სპეცგეოფიზიკის" ამიერკავკასიის გეოფიზიკური ექსპედიციის მთავარი გეოლოგი; შეისწავლა ტიტანშემცველობა კავკასიაში, საქართველოს მანგანუმის საბადოები, გეოლოგიური სუბსტრატის ზედაპირის ხასიათი აჭარა-თრიალეთსა და სამხრეთ კახეთში. იყო მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Геология районов развития среднеюрских угленосных и олигоценовых марганцоносных отложений Грузии и смежных с ней областей, Тб., 1965;
  • О воз- расте верхнеюрской пестроцветной свиты Грузии, «Труды КИМС», 1971, в. 9(11) (თანაავტ. Р. Леквинадзе);
  • Геологическое районирование Кавказа и проблемы круп- номасштабной геологической съемки, Тб., 1975 (თანაავტ.).

ლიტერატურა რედაქტირება