ვაჭევისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მელუშეეთი, ღვითორი, ჯოლხეეთი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ჭიათურიდან 19 კილომეტრი.

სოფელი
ვაჭევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ვაჭევი
კოორდინატები 42°18′54″ ჩ. გ. 43°12′10″ ა. გ. / 42.31500° ჩ. გ. 43.20278° ა. გ. / 42.31500; 43.20278
პირველი ხსენება XVI ს. I ნახევარი
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 324[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაჭევი — საქართველო
ვაჭევი
ვაჭევი — იმერეთის მხარე
ვაჭევი

ისტორია რედაქტირება

სოფელი წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის I ნახევრის ერთ სიგელში, როგორც ნასოფლარი. XVII-XVIII საუკუნეებში კაცხის მონასტრის საკუთრებაა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 324 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 679 350 329
2014[1]   324 162 162

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელ ვაჭევის ისტორიული ძეგლებია ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება და XVII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია.

სოფელის ტერიტორიაზე მდ. ღვითრულას ხეობაში მდებარეობს ქვის ხანის ადამიანის ნამოსახლარები ვარსინის მღვიმე და ხერგულისკლდის მღვიმე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 216.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 10

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II