ვაჩნაძიანის მთავარანგელოზთა ეკლესია

ვაჩნაძიანის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძანში.

დარბაზული ეკლესია რიყის წვრილი ქვითა და კირის დუღაბით, მეტ-ნაკლებად სწორხაზოვანი წყობით არის ნაგები. კედლები, ინტერიერში შელესილი და შეთეთრებულია. აგურით გამოყვანილი თაღოვანი შესასვლელი დასავლეთ მხარეს, ფასადის შუა ღერძიდან მარცხნივ არის გაჭრილი. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია მოქცეული, მის მარჯვნივ, ნიშაა დატანილი. აფსიდის თაღი დადაბლებული პროპორციებისაა, მისი წვერი აგურით არის გამოყვანილი. ამავე თაღის ფორმას იმეორებს კამარაც. ფასადები შეუმკობელია. საკურთხევლის სარკმელი აგურით არის გამოყვანილი. კედლები ორსაფეხურიანი ლავგარდნით არის დასრულებული, რომლის ქვედა საფეხური, კუთხით შვერილი აგურებით არის შედგენილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18380