ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩა

ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა); მისასვლელი აქვს თბილისის შემოსავლელი გზიდან. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე ნატო ვაჩნაძის სახელი ერქვა. 60-იან წლებში ვასილ ყუშიტაშვილის სახელი ეწოდა.[1]

ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი გლდანის რაიონი
უბანი ავჭალა
წინა სახელები ნატო ვაჩნაძის ქუჩა

2022 წელს ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩის განცალკევებულ მონაკვეთს უწერის II შესახვევი ეწოდა (იხ. უწერის ქუჩა).[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 183, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის უწერას II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (9 აგვისტო, 2022). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2024