ვასილ ლიონიძე

ქართველი გენერალი

ვასილ დიმიტრის ძე ლიონიძე (დ. 17 აგვისტო, 1864, სოფ. სასირეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, — გ. 1929, დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1917).

ვასილ ლიონიძე
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1864
დაბადების ადგილი სასირეთი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
გარდაცვალების თარიღი 1929
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (1885). მიიღო პოდპორუჩიკის (1885), პორუჩიკის (1889), შტაბს-კაპიტნის (1895), კაპიტნის (1898, პოდპოლკოვნიკის (1905), პოლკოვნიკის (1911) წოდებები. 1885-1914 წლებში მსახურობდა ვლადიკავკაზის 125-ე ქვეით პოლკში, შორაპნის მაზრის უფროსად, შემდეგ მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში. I მსოფლიო ომის წლებში იყო ქვეითთა 118-ე სათადარიგო ბატალიონის უფროსი (1914-1916), 1916-1917 წლებში ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1917-1918 წლებში იყო ქვეითთა 222-ე პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1917). 1918 წლიდან ქართულ ჯარშია. იყო სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში. დაჯილდოებული იყო წმინდა ანას მე-3 ხარისხის, წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 244.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 70-71, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება