ვარსკვლავური გზა: თაობები

ვარსკვლავური გზა: თაობები“ (ინგლ. Star Trek: Generations) — მეშვიდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში. მასში მონაწილეობენ პერსონაჟები როგორც ორიგინალური სერიალიდან, ისე შემდეგი თაობიდან.

„ვარსკვლავური გზა: თაობები“
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი დევიდ კარსონი
პროდიუსერი რიკ ბერმანი
სცენარის ავტორი რონალდ მური
ბრენონ ბრაგა
როლებში პატრიკ სტიუარტი
ჯონათან ფრეიკსი
ბრენტ სპაინერი
ლევარ ბარტონი
მაიკლ დორნი
გეიტს მაკფედენი
მარინა სირტისი
უილიამ შეტნერი
ჯეიმზ დუჰანი
უოლტერ კენიგი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 18 ნოემბერი 1994
ხანგრძლივობა 117 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წინა ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა
შემდეგი ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
საიტი

სიუჟეტი რედაქტირება

…2293 წელი. თავის პირველ, სადღესასწაულო გაფრენას ახორციელებს ხომალდი „ენტერპრაიზ-B“. მოწვეულნი არიან ძველი ენტერპრაიზის ეკიპაჟის წევრებიც:ჯეიმზ კირკი, მონტგომერი სკოტი, პაველ ჩეხოვი. მოულოდნელად ხომალდი იღებს უბედურების სიგნალს ორი ხომალდისგან რომლებიც მოხვდნენ უცნობი „ლენტის“ ქვეშ. ხერხდება 40 ადამიანის გადარჩენა, დანარჩენები იღუპებიან ხომალდთან ერთად. იღუპება კაპიტანი კირკიც…

…2371 წელი. „ენტერპრაიზ-D“ იღებს ბრძანებას გამოიკვლიოს თავდასხმა ობსერვატორია „არმაგოსაზე“ (англ. Amargosa). ადგილზე მისვლისას ეკიპაჟი არკვევს რომ სადგურის თანამშრომელმა, დოქტორმა ტოლიან სორანმა საიდუმლოდ შექმნა იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგურის მთელი მზის სისტემები. ტორანი ერთ-ერთი გადარჩენილია 2293 წელს მომხდარი ინცინდენტისას. იგი მრავალი წელი ცდილობდა გაეგო როგორ შეიძლება იმ „ლენტაში“ მოხვედრა. ეს ანომალია საშუალებას აძლევს მას ვინც მასში მოხდება ნახოს თუ როგორ სრულდება მისი ფანტაზიები. მასში მოსახვედრად დოქტორი აპირებს შეასწოროს მისი მარშრუტი, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ვარსკვლავის აფეთქება, რაც გამოიწვევს 250 მილიონი სიცოცხლის განადგურებას.

პიკარი ცდილობს სორანის შეჩერებას და მიდის პლანეტა ვერიდან 3-ზე. პლანეტა ფეთქდება და ითრევს პიკარს და სორანს ლენტის შიგნით, სადაც ჟან-ლუკ პიკარი ხვდება ჯეიმზ კირკს. ისინი ერთად ბრუნდებიან წარსულში რათა შეაჩერონ სორანი…

როლებში რედაქტირება

მსახიობი როლი
პატრიკ სტიუარტი ჟან-ლუკ პიკარი კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარი
ჯონატან ფრეიკსი უილიამ რაიკერი პირველი ოფიცერი უილიამ რაიკერი
ბრენტ სპაინერი დეიტა მეორე ოფიცერი დეიტა
მარინა სირტისი დიანა ტროი მრჩეველი დიანა ტროი
მაიკლ დორნი ვორფი ტაქტიკური სამსახურის უფროსი, კაპიტანი-ლეიტენანტი ვორფი
გეიტს მაკფედენი ბევერლი კრაშერი მთავარი ექიმი, მესამე რანგის კაპიტანი ბევერლი კრაშერი
ლევარ ბარტონი ჯორდი ლა ფორჟი მთავარი ინჟინერი, კაპიტანი-ლეიტენანტი ჯორდი ლა ფორჟი
უილიამ შეტნერი ჯეიმზ კირკი კაპიტანი ჯეიმზ კირკი
მალკოლმ მაკდაუელი ტოლიან სორანი ექიმი ტოლიან სორანი
ვუპი გოლდბერგი გაინანი გაინანი
ბარბარა მარჩი ლურზა ლურზა
ჯეიმზ დუჰანი მონტგომერი სკოტი კაპიტანი მონტგომერი სკოტი
უოლტერ კენიგი პაველ ჩეხოვი მეთაური პაველ ჩეხოვი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება