ვარსკვლავთკარიბჭის პერსონაჟები

აქ წარმოდგენილია ტელესერიალ ვარსკვლავთკარიბჭის პერსონაჟთა სია.

ვარსკვლავთკარიბჭე SG–1 რედაქტირება

ტაუ'რი რედაქტირება

დანიელ ჯექსონი რედაქტირება

დანიელ ჯექსონი SG–1-ის გუნდის წევრია, ძირითადად დაკავებულია გოა'ულდური, ალტერანული და სხვა რასების წერილობითი წყაროების თარგმნით. საკმაოდ მიამიტი, მაგრამ მტკიცე ნებისყოფისაა. რაზმში მუშაობის დროს ყველაზე ხშირად საფრთხის ქვეშ სწორედ მისი სიცოცხლე დგებოდა, მაგრამ, 2002 წელს რადიოაქტიური ნაკვადრიუმისგან მიიღო სასიკვდილო ნეიტრონული დასხივება, რის შედეგადაც მალე გარდაიცვალა, თუმცა, თავისი ცოდნის წყალობით, ამაღლდა. მიუხედავად ამაღლებულთათვის დაწესებული წესებისა (ამაღლებულებს მოკვდავთა დახმარება ეკრძალებოდათ), დანიელი სხვადასხვა გზით ხშირად ეხმარებოდა თავის მეგობრებს. 2003 წელს იგი შეეცადა ანუბისისთვის არ მიეცა აბიდოსის განადგურება, როდესაც მან თავისი ძალის გამოყენება დააპირა ანუბისის შესაჩერებლად, სხვა ამაღლებულებმა იგი დასაჯეს: მეხსიერება წაუშალეს და მოკვდავთა სამყაროში დააბრუნეს. დანიელმა მალე დაიბრუნა მეხსიერება, ამასთანავე აღმოაჩინა, რომ ალტერანული წარწერების წაკითხვა უპრობლემოდ შეეძლო, რის გამოც SGC-ში მთავარი ლინგვისტი გახდა. დანიელს ამასთანავე დიპლომატიის შეუდარებელი უნარი გააჩნია და ამის წყალობით მრავალ უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან ამყარებდა მეგობრულ კავშირს, განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა უნას ჩაკასთან, რომელიც მას არაერთხელ ეხმარებოდა სხვა პლანეტებზე მცხოვრებ უნასებთან კონტაქტში. ორაების შემოჭრის დროს დანიელი მრავალ გვიანდელალტერანულ წარწერებს შიფრავდა „მერლინის იარაღის“ (ჭეშმარიტების კიდობნის) მოსაძიებლად. „ორაების ჯვაროსნული ლაშქრობის“ შემდეგ დანიელი SG–1-დან წავიდა და SGC-ის არქეოლოგიური ჯგუფის წევრი გახდა.

სამანტა „სემ“ კარტერი რედაქტირება

SG–1-ის წევრი, ძირითადად დაკავებულია სხვადასხვა ხელსაწყო-დანადგარების დაპროექტებით. სემი კარგად ერკვევა სხვადასხვა ასგარდულ და გოა'ულდურ ტექნოლოგიებში, ძირითადად ცდილობს მათი დედამიწური ანალოგები შექმნას. სემს ახლო ურთიერთობა აქვს ჯეკთან, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრობის ფარგლებში რჩება (თუმცა პარალელურ სამყაროებში სხვაგვარადაა: ერთში ისინი დანიშნულები იყვნენ, ხოლო მეორეში — დაოჯახებულები). სემს არ უჭირს ურთიერთობა სხვა რასის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი ასგარდებთან, ვინაიდან მათი ტერმინოლოგიის SG–1-ში ყველაზე კარგად ესმისю გოა'ულდების იმპერიის დამხობის შემდეგ გუნდიდან წავიდა და სამუშაოდ „დედალოსის“ კლასის ხომალდებზე მოეწყო, მაგრამ მალევე დაბრუნდა ორაებიდან მომდინარი საფრთხის ფონზე, ჯვაროსნული ლაშქრობის დასრულების შემდეგ გუნდიდან წავიდა და SGC-ის მრავალ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის — ატლანტიდის ექსპედიციის ხელმძღვანელიც იყო.

ჯეკ ო'ნილი რედაქტირება

ჯეკ ო'ნილი SG–1-ის მეთაური იყო. თავდაჯერებული, ერთგული, მკაცრი და იუმორით აღსავსე პიროვნებაა. ჯეკს სიამოვნებად მიაჩნია სხვადასხვა, მისთვის გაუგებარი ტექნოლოგიებისთვის თავისებური სახელების დარქმევა, ამასთანავე მოსწონს, როდესაც პატივს სცემენ. მაგალითად, ძალიან ესიამოვნა, როდესაც გაიგო, რომ ასგარდებმა თავიანთ უახლეს ხომალდს „ო'ნილი“ დაარქვეს. გუნდში ჯეკი ყველაზე კარგად ეგუება ტილ'კს, რომელიც მასავით მეომარია, თუმცა განსაკუთრებით აღიზიანებს სემის და დანიელის დიალოგები, როდესაც ისინი მრავალ, მისთვის გაუგებარ მეცნიერულ ტერმინებს იყენებენ. ჯეკს ძლიერ აქვს გამოკვეთილი ძტა გენის არსებობა, რაც ორმა ერთნაირმა შემთხვევამ განაპირობა: პირველად, როდესაც შემთხვევით ძველების ინფორმაციის შემნახავმა დანადგარმა მთელი ინფორმაცია, რომელსაც ინახავდა, მის თავში „ჩატვირთა“ (ამან მის ფიზიოლოგიურად სათანადო დონეზე განუვითარებელ ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედა და რომ არ მომკვდარიყო, ასგარდებმა მთელი ინფორმაცია წაუშალეს), სავარაუდოდ, სწორედ ამან გააქტიურა ძტა გენი; ხოლო მეორედ ტაუ'რის მეორე ისეთივე დანადგარში ჩატვირთული ინფორმაცია სჭირდებოდათ ანუბისისგან დასაცავად, ვინაიდან ანუბისი პლანეტას უკვე უტევდა, დანადგარის მოსახსნელად დრო არ ჰქონდათ და ჯეკმა მთელი ინფორმაცია კვლავ საკუთარ თავში ჩატვირთა, ამან კი მასზე შედარებით სხვაგვარად იმოქმედა: მას შეხებით განკურნების უნარი განუვითარდა (სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფმა შექმნა ასგარდებისთვის რეპლიკატორების დამშლელი, რის შემდეგ ასგარდებმა მას კვლავ წაუშალეს ინფორმაცია. 2004 წელს ჯეკ ო'ნილი SGC-ის მეთაურად დანიშნეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი პენტაგონში გადაიყვანეს და მთელი პროექტი და მასთან დაკავშირებული პროგრამები, მათ შორის ატლანტიდის და „ბედისწერის“ ექსპედიციები, ჩააბარეს.

ჯეკს ახლო ურთიერთობა აქვს სამანტა კარტერთან, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრობის ფარგლებში რჩება.

ჯორჯ ჰამონდი რედაქტირება

ჯორჯ ჰამონდი SGC-ის ხელმძღვანელი იყო 1997-2004 წლებში. იგი დინჯი, მკაცრი და მტკიცე ბუნების მქონე ადამიანი იყო. ჯორჯი პროექტის შემადგენლობას საკუთარი ოჯახივით ეპყრობოდა, პენტაგონიდან მოსულ ბრძანებებს არაერთხელ არღვევდა, როდესაც ეს არღვევდა რომელიმე არსების უფლებებს: მაგალითად, როდესაც სამხედროებმა ტოლანებისგან მათი ტექნოლოგიების ძალით გაგება გადაწყვიტეს, მან ტილ'კს და დანიელს (ეს უკანასკნელი სამხედრო არ იყო და სამხედრო ტრიბუნალზე ვერ უჩივლებდნენ) მათი ნოქსების პლანეტაზე ევაკუაციის ბრძანება გასცა. როდესაც ანუბისმა დედამიწას შეუტია, ჯორჯი „პრომეთეთი“ პირდაპირ მის ფლაგმანს უტევდა, ხოლო როდესაც საბრძოლო ჭურვები გაუთავდათ, ტარანზე შეტევის ბრძანება გასცა (საბედნიეროდ, იმავე წამს ანუბისის ფლოტს ანტარქტიდიდან დრონების ხროვამ შეუტია და მთლიანად გაანადგურა). ანუბისის თავდასხმის შემდეგ ჯორჯ ჰამონდს დედამიწის კოსმოსური დაცვის და ხომალდების ხელმძღვანელობა ჩააბარეს.

ჯორჯ ჰამონდი გულის შეტევით გარდაიცვალა 2009 წელს, მის პატივსაცემად „დედალოსის“ ახალ ხომალდს „ჯორჯ ჰამონდი“ უწოდეს.

ჩარლზ კავალსკი რედაქტირება

კამერონ „კემ“ მიტჩელი რედაქტირება

ჰენრი „ჰენკ“ ლენდრი რედაქტირება

ჯეიკობ კარტერი რედაქტირება

ბობ კინსი რედაქტირება

რიჩარდ ვულსი რედაქტირება

პოლკოვნიკი ჩეხოვი რედაქტირება

სხვა ადამიანები რედაქტირება

ჯონას კვინი რედაქტირება

შა'რე რედაქტირება

სკაარა რედაქტირება

კაზუფი რედაქტირება

ვალა მალ დორანი რედაქტირება

ძველები რედაქტირება

ომა დესალა რედაქტირება

მერლინი რედაქტირება

მორგანა რედაქტირება

ორლინი რედაქტირება

გოა'ულდები რედაქტირება

რა რედაქტირება

აპოფისი რედაქტირება

ბა'ალი რედაქტირება

იუ რედაქტირება

კრონოსი რედაქტირება

ანუბისი რედაქტირება

ჰერუ–ური რედაქტირება

ნირტი რედაქტირება

კლორელი რედაქტირება

ჰათორი რედაქტირება

სეტა რედაქტირება

ოსირისი რედაქტირება

ტანიტი რედაქტირება

ტოკ'რა რედაქტირება

ეგერია რედაქტირება

სელმაკი რედაქტირება

ჯოლინარი რედაქტირება

მარტუფი რედაქტირება

ასგარდები რედაქტირება

თორი რედაქტირება

კვაზირი რედაქტირება

ლოკი რედაქტირება

ფრეირი რედაქტირება

ჰეიმდალი რედაქტირება

ჯაფა რედაქტირება

ტილ'კი რედაქტირება

ბრა'ტაკი რედაქტირება

რაე'კი რედაქტირება

ჰერაკი რედაქტირება

ორაი და ორაების მიმდევრები რედაქტირება

ადრია რედაქტირება

დოსაი რედაქტირება

ტომინი რედაქტირება

ვარსკვლავთკარიბჭე ატლანტიდა რედაქტირება

ტაუ'რი რედაქტირება

ჯონ შეპარდი რედაქტირება

ელისაბედ ვეირი რედაქტირება

როდნი მაკკეი რედაქტირება

კარსონ ბეკეტი რედაქტირება

ეიდენ ფორდი რედაქტირება

რადეკ ზელენკა რედაქტირება

სამანტა კარტერი რედაქტირება

რიჩარდ ვულსი რედაქტირება

სხვა ადამიანები რედაქტირება

ტეილა ემაგანი რედაქტირება

რონონ დეკსი რედაქტირება

აკასტუს კოლია რედაქტირება

ლანტიელები რედაქტირება

რეიფები რედაქტირება

თოდი რედაქტირება

მაიკლი რედაქტირება

ასურანები რედაქტირება

ნიამი რედაქტირება

ობეროთი რედაქტირება

ფრანი რედაქტირება

ვარსკვლავთკარიბჭე სამყარო რედაქტირება

ტაუ'რი რედაქტირება

ნიკოლას რაში რედაქტირება

ევერეთ იანგი რედაქტირება

ილაი უოლესი რედაქტირება

ქლო არმსტრონგი რედაქტირება

მეთიუ სკოტი რედაქტირება

დევიდ ტელფორდი რედაქტირება

კამილა რეი რედაქტირება

თამარა იოჰანსენი (TJ) რედაქტირება

ადამიანები პლანეტა ნოვუსიდან რედაქტირება