ვადკანაფა (Eupatorium) — ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს 3-5-ად დაყოფილი ფოთლები და 3-7 ვარდისფერყვავილიანი კალათები, რომლებიც რთულ ფარისებრ-საგველა ყვავილედებად არის შეკრებილი.

შეიცავს 600 (სხვა მონაცემებით 1200) სახეობას. გავრცელებულია ძირითადად ამერიკაში, მხოლოდ რამდენიმე სახეობაა ევრაზიასა და ტროპიკულ აფრიკაში. ვადკანაფას ზოგ სახეობას დეკორატიულ მცენარედ აშენებენ. იყენებენ ხალხურ მედიცინაში და საღებავის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 4, გვ. 300, თბ., 1979