ვარდენისის რაიონი

ვარდენისის რაიონი (სომხ. Վարդենիսի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი ვარდენისი.

რაიონი
ვარდენისის რაიონი
Վարդենիսի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი ვარდენისი
კოორდინატები 40°10′50″ ჩ. გ. 45°43′12″ ა. გ. / 40.18056° ჩ. გ. 45.72000° ა. გ. / 40.18056; 45.72000
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
მოსახლეობა 31 300 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995
ვარდენისის რაიონი — დედამიწა
ვარდენისის რაიონი

ისტორია რედაქტირება

რაიონი შეიქმნა 1930 წელს ბასარგეჩარის რაიონის სახელით.

1969 წელს რაიონს სახელი გადაერქვა და ეწოდა ვარდენისის რაიონი. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და გეღარქუნიქის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია რედაქტირება

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 1120 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 19 სოფსაბჭოს, სადაც 36 სოფელი შედიოდა. ოთხ სოფელში აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად ქურთებიც ცხოვრობდნენ, ხოლო ორ მათგანში ქურთების რაოდენობა აჭარბებდა სხვა ეთნოსებისას. სოფსაბჭოები: აკუნქის, ბასარგეჩარის, დაშქენდის, ჯანახმედის, ზერქენდის, ზოდის, კარაიმანის, კარჭაღბიურის, კაიაბაშის, კიარკიბაშის, მეწ-მასრიკის, ნარიმანლის, ნერქინ-შორჟის, ფამბაკი, ფოქრ-მასრიკის, წოვაკის, ჩაღირლის, ჩიჩაკლის, შიშკაიის[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
  2. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.