პირველი რესპუბლიკის მოედანი

მოედანი თბილისში
(გადამისამართდა გვერდიდან ვარდების რევოლუციის მოედანი)

პირველი რესპუბლიკის მოედანი (ყოფ. ვარდების რევოლუციის მოედანი) — მოედანი თბილისში. მდებარეობს ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში. მოედანი შეიქმნა 1983 წელს და რესპუბლიკის მოედანი ეწოდა. მოედანს 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2005 წელს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა[1]. მოგვიანებით, 2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო წლის აღსანიშვნავად, მოედანს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით პირველი რესპუბლიკის მოედანი ეწოდა.[2][3]

მოედანი, ხედი ახვლედიანის ქუჩისკენ
რადისონ ბლუ ივერია და რესპუბლიკის მოედანი, ხედი რუსთაველის გამზირიდან, 1989

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ვარდების რევოლუციის მოედანი. თბილისის ქუჩების სახელების მონაცემთა ბაზა. თბილისის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-25. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2010.
  2. საკრებულოში „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. სიახლეები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (23 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2018.
  3. ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №117. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2018.