ვარგასი (ესპ. Estado Vargas) — შტატი ვენესუელაში. სახელი ეწოდა ვენესუელის პირველი არასამხედრო პრეზიდენტის, ხოსე მარია ვარგასის პატივსაცემად. მოიცავს ჩრდილოეთ ვენესუელის სანაპირო რეგიონს, დასავლეთით ესაზღვრება არაგუის შტატი, აღმოსავლეთით — მირანდა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით ფედერალური ოლქი. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყანაში უდიდესი საზღვაო პორტი. დედაქალაქია ლა-გუაირა.

შტატი
ვარგასის შტატი
Estado Vargas
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ლა-გუაირა
შიდა დაყოფა ვარგასის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 10°34′00″ ჩ. გ. 66°52′00″ დ. გ. / 10.56667° ჩ. გ. 66.86667° დ. გ. / 10.56667; -66.86667
დაარსდა 1589
ფართობი 1 496 კმ²
მოსახლეობა 332 900 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი estadovargas.gob.ve
სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტი
ქოხმახების ქალაქი ვარგასის შტატში

შტატის ფართობი 1 496 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 332 900 ადამიანს შეადგენს.

1999 წელს, შტატის გეოგრაფიულ ცენტრში ადგილი ჰქონდა წყალდიდობებსა და მეწყერებს, რომლებიც ვარგასის ტრაგედიის (La Tragedia de Vargas) სახელწოდებითაა ცნობილი. ამ მოვლენებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ქონების ხელყოფა გამოიწვია. მოსახლეობის გადაადგილების შედეგად საერთოდ გაქრა პატარა ქალაქები.

ისტორია რედაქტირება

ვენესუელის ამ რეგიონმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული საზღვრები უცვლელი რჩებოდა, იცვლებოდა ტერიტორიული საზღვრები. ადრე ეს ტერიტორია ვენესუელის ფედერალური ოლქის ერთ-ერთი დეპარტამენტი იყო და მის გუბერნატორს ეროვნული მთავრობა ნიშნავდა. მოგვიანებით ის მუნიციპალიტეტად გადაიქცა, მაგრამ კვლავ დამოკიდებული რჩებოდა ფედერალური ოლქის გუბერნატორზე. 1990-იანი წლებიდან მისი კარაკასისგან გამოყოფის და განცალკევებულ ორგანიზმად ჩამოყალიბების მზარდი მოთხოვნა დაიწყო. 1998 წელს, რაფაელ კალდერას მთავრობის დეკრეტით, ვარგასი გამოეყო ფედერალურ ოლქს და დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად გადაიქცა ფედერალური ტერიტორიის სტატუსით. სულ მალე კი იგი ვენესუელის 23-ე შტატად იქცა.

გეოგრაფია რედაქტირება

შტატის გეოლოგია უკავშირდება სანაპირო ზოლის მთის მასივს. რელიეფი ფორმირებულია კარიბის ზღვის სანაპირო ზოლის 160 კმ-იანი არეალით, რომელიც მკვეთრად ეშვება ზღვაზე. მას ენაცვლება სანაპიროს მთიანი არეალი, რომელიც ზოგან სიმაღლეში 2000 მეტრს აღწევს. კლიმატი ტროპიკული, თბილია. საშუალი წლიური ტემპერატურა 25,6°C-იდან 27°C-მდეა, ნალექების რაოდენობა 900—1530 მმ.

ეკონომიკა რედაქტირება

შტატის ეკონომიკური აქტივობები ძირითადად თავს იყრის ნავსადგურისა და აეროპორტის გარშემო. 1999 წლის ტრაგედიამდე, შტატის ტერიტორიაზე ინვესტიციებს აბანდებდა მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორი.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ადმინისტრაციულად, ვარგასის შტატი მხოლოდ ერთ, ვარგასის მუნიციპალიტეტს მოიცავს.

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2005)
რუკა
ვარგასი ლა-გუაირა 1 497 298 109  

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება