ვაჟა კაჭარავა (დ. 2 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფრენბურთელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965).[1][2]

ბიოგრაფია რედაქტირება

თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1955-­64) და მოსკოვის „დინამოში“ (1965-­71), იყო ამ გუნდების კაპიტანი; თამაშობდა სსრკ ნაკრებში (1959­-67). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65). სსრკ სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე (1963) პრიზიორი. სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1976­-77), სსრკ სტუდენტური ნაკრების (1977) და საქართველოს ნაკრების (1984­-94) მთავარი მწვრთნელი. რუსეთისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1990 წელს დაასახელეს სსრკ საუკეთესო მწვრთნელთა შორის. ღირსების, გორგასლის II ხარისხის და სეოკის ორდენების კავალერი.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ჯემალ კასრაძის წიგნი „ვაჟა კაჭარავა“. 2017 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაჟა კაჭარავა სპორტის რაინდის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას კი მისი სახელი მიენიჭა.

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1963 ევროპის ჩემპიონატი რუმინეთი  
1964 ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები ტოკიო, იაპონია  
1965 მსოფლიოს თასი პოლონეთი  
1966 მსოფლიო ჩემპიონატი ჩეხოსლოვაკია  
1967 ევროპის ჩემპიონატი თურქეთი  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დანელია, ვაჟა. (19 მარტი, 2020) ვაჟა კაჭარავა: ნიკიტამ გაგვაცილა, მედლები ლეონიდეს ჩამოვუტანეთ. lelo.ge. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2022
  2. გოდუაძე, ლაშა. კარიერა ფრაზებში: ვაჟა კაჭარავა. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2022