ვანკუვერის მეტროპოლიტენი

ვანკუვერის მეტროპოლიტენიკანადაში, ქალაქ ვანკუვერის მიწისქვეშა ტრანსპორტი სახეობა. ვანკუვერის მეტრო უახლეს ტექნოლოგიებს ემყარება და ავტომატურად მართვად ვაგობეს იყენებს, მემანქანეების გარეშე. ვანკუვერის მეტრპოლიტენს ადგილობრივად სკაი-ტრეინს (SkyTrain) უწოდებენ.

„სკაი-ტრეინი“ სადგურზე Waterfront
ვანკუვერის მეტროპოლიტენის სქემა

ისტორია რედაქტირება

1970-იან წლებში სწრაფი სატრანსპორტო სისტემების ნაკლებობამ ქალაქში საცობები გამოიწვია, ამის მიუხედავად, ქალაქის მუნიციპალიტეტს მეტროს აგების სახსრები არ გააჩნდა. ამავე პერიოდში კორპორაცია Urban Transportation Development სწრაფი ტრანსპორტის ახალი სახეობის შექმნაზე მუშაობდა; ტრანსპორტის ეს ტიპი ცნობილია სახელით „Intermediate Capacity Transit System“. პროექტის დაფინანსება საბოლოოდ ფედერალური ბიუჯეტიდან მოხდა. სისტემა საცობების პრობლემას დიდი ხნით გადაჭრიდა, თანაც, ნაკლებ სამუშაო ძალებს მოითხოვდა. მეტროს პირველი ხაზის მშენებლობა 1985 წელს დასრულდა. მეტროს აგების ეს პროექტი 1986 წელს „ექსპო 86“-ზე (Expo 86) იქნა წარდგენილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება