ვალტერ კრისტალერი

ვალტერ კრისტალერი (გერმ. Walter Christaller; დ. 21 აპრილი, 1893, ალტენშტაიგი კალვთან — გ. 9 მარტი, 1969, კენიგშტაინი, ტაუნუსი) — გერმანელი გეოგრაფი.

ცხოვრება და ღვაწლი რედაქტირება

კრისტალერი სწავლობდა სახალხო მეურნეობასა და გეოგრაფიას. მან პირველმა შემოიტანა გეოგრაფიაში კვანტიტატური და სტატისტიკური მეთოდები. კრისტალერის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი თემები იყო აგრარული გეოგრაფია და ქალაქის დაგეგმარება სამხრეთ გერმანიაში.

1933 წელს თავის უმთავრეს ნაშრომში „ცენტრალური გეოგრაფიული პუნქტები გერმანიის სამხრეთში“ მან განავითარა ცენტრალურ (გეოგრაფიულ) ადგილთა სისტემა, რომელიც სამხარეო დაგეგმარებაში დღესაც გამოიყენება. 1933 წლამდე ვალტერ კრისტალერი იდეურად გერმანიის კომუნისტურ პარტიასთან (KPD - კა-პე-დე) იდგა ახლოს, რის გამოც მას მოუწია საფრანგეთისთვის შეეფარებინა თავი.

1934 წელს კი გავლენიანი სამეგობროს წყალობით მან სტიპენდია მიიღო და დაბრუნდა გერმანიაში, 1938 წელს კი ფრაიბურგის უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომი დაიცვა და 1937-დან 1940-წლამდე მუშაობდა კომუნალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ასისტენტად თეოდორ მაუნცთან, რომელმაც ძირითადი კანონის ცნობილი კომენტარი შეთხზა.

1940 წელს ვალტერ კრისტალერი შევიდა გერმანიის ეროვნულ–დემოკრატიული მუშათა პარტიის (NSDAP - ენ-ეს-დე-ა-პე) რიგებში და იყო 1940-1945 წლებში „მიწისა და დაგეგმარების შტაბის მთავარი სამსახურის“ („Reichskommissariat zur Festigung deutschen Volkstums“) თანამშრომელი „გერმანელი ხალხის ადგილზე დამაგრების რაიხსკომისარიატის“ („Reichskommissariat zur Festigung deutschen Volkstums“) დაგეგმარების ესეს-სამსახურში, რომელსაც უნდა მოემზადებინა აღმოსავლეთ ევროპის საოკუპაციო ომის მეცნიერული საფუძვლები და მისი ლეგიტიმაცია დაესაბუთებინა. ამ მხრივ იგი ოკუპირებული პოლონეთის სამხარეო, რეგიონალურ დაგეგმარებაში მონაწილეობდა. კრისტალერმა შეიმუშავა ცალკეულ მხარეთა (ე.წ. „ვართეგაუ“ და „ბიალისტოკი“), საკოლონიზაციო გეგმა, რომელშიც მთავარი ადგილი მისი ცენტრალური ადგილების შესახებ მანამდე შექმნილმა მოდელმა დაიკავა. მაშინ შედეგი იყო ის, რომ სოფლები ადამიანებისაგან დაცალეს და მოსახლეობის ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა.

ვალტერ კრისტალერი მეცნიერი იყო და ცდილობდა მისი იდეა ცენტრალურ ადგილთა მოდელისა ხორცშეხმულიყო (მათ შორის) პოლიტიკის დახმარებით უწოდებდა რა მას სამხარეო დაგეგმარების ფიურერისეული პრინციპს. ცენტრალურ ადგილთა მოდელის მიხედვით კი გეოგრაფიული პუნქტები იერარქიულად, უზრუნველყოფადობის მიხედვით უნდა დახარისხებულიყო. ობერცენტრებს ირგვლივ მითელცენტრების წრე უნდა ჰქონოდა გარშემორტყმული, ხოლო მითელცენტრები კი თავის მხრივ უნთერცენტრების წრით უნდა ყოფილიყო მოცული.

1945 წელს, ვალტერ კრისტალერი როგორც თავისუფლად მოღვაწე გეოგრაფი გერმანიის კომუნისტური პარტიის (KPD - კა-პე-დე) წევრი გახდა, ხოლო მოგვიანებით მან გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (SPD - ეს-პე-დე) გადაინაცვლა, 1950 წელს კი ემილ მაიენთან ერთად დააარსა გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირი (DVAG - დე-ფაუ-ა-გე).

1945 წლის შემდეგ ვალტერ კრისტალერმა განავითარა სივრცითი დაგეგმარების კონცეფციები კომუნისტური რეჟიმისათვის პოლონეთში. ცენტრალურ ადგილთა მოდელი იქცა სივრცით დაგეგმარებაში გერმანიის აღმშენებლობის საფუძვლად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ყოველივეს კი კოორდინაციას უწევდა ქვეყანათმცოდნეობისა და სივრცითი დაგეგმარების ფედერალური უწყება, რომელსაც 60-იან წლებამდე მაინენი უდგა სათავეში.

ვალტერ კრისტალერის მიერ XX საუკუნის 30–იან წლებში განვითარებულ იდეას ცენტრალური ადგილების შესახებ, რომ საერთო ლანდშაფტში დასახლებები სივრცობრივ–ფუნქციონალური თვალსაზრისით იერარქიულ საფეხურებს ქმნიან და მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, დიდი რეზონანსი მოყვა სპეციალისტთა შორის. დასახლების ცენტრულობის დასადასტურებლად 9 ფუნქციონალური სფერო შეირჩა. ეს სფეროები ე.წ. კონგესციური პრინციპით უკავშირდებიან ადგილებს და ურთიერთფუნქციონირებენ. ისტორიკოსები კრისტალერის ამ თეზას 1950–იანი წლებიდან მიუბრუნდნენ და დისკუსია გააჩაღეს გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის კონტექსტში. 1973 წელს დ. დანეკემ სცადა ეს კონცეფცია შუასაუკუნეების უფრო ადრინდელ მონაკვეთებზეც მოერგო.

ამ მეცნიერის პრობლემატური წარსულის მიუხედავად გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირმა (DVAG - დე-ჶაუ-ა-გე) 1996 წლიდან ვალტერ კრისტალერის პრიზი ახალბედა გეოგრაფოსთათვის დააწესა.

ვალტერ კრისტალერის რჩეული შრომები რედაქტირება

გერმანულ ენაზე
  • Die zentralen Orte in Süddeutschland. Eine ökonomisch-geographische Untersuchung über die Gesetzmäßigkeit der Verbreitung und Entwicklung der Siedlungen mit städtischer Funktion. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1980, ISBN 3-534-04466-5 (Repr. d. Ausg. Jena 1933)
  • Grundgedanken zum Siedlungs- und Verwaltungsaufbau im Osten. In: Deutsches Bauerntum, Jg. 32, 1940, S. 305-12.
  • Raumtheorie und Raumordnung. In: Archiv für Wirtschaftsplanung, Jg. 1, 1941, S. 116-35.
  • Beiträge zu einer Geographie des Fremdenverkehrs. In: Erdkunde, Jg. 9, 1955, S.1-19.
  • Die Hierarchie der Städte. In: Knut Norborg (Hrsg.): Proceedings of the IGU Symposium in Urban Geography, Lund, 1960, Nr. 24, 1962, S.3-11. (Lund Studies in Geography, Ser.B, Human Geography)
  • mit Hans-Richard Fischer: Unsere Erde. Stuttgarter Hausbücherei, Stuttgart 1958.
ინგლისურ ენაზე
  • Some Considerations of Tourism Location in Europe. In: Papers, Regional Science Association. Jg. 12, 1964, S.95-105.
  • How I discovered the Theory of Central Places: A Report about the Origin of Central Places. in: P. W. English, R.C. Mayfield (Hrsg.): Man Space and Environment. Oxford Univ. Press, 1972, S. 601-610.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Mechthild Rössler: Wissenschaft und Lebensraum. Geographische Ostforschung im Nationalsozialismus. Reimer, Berlin 1990, ISBN 3-496-00394-4
  • P. Jüngst u. a. (Hrsg.): Geographie und Nationalsozialismus. 3 Fallstudien zur Institution Geographie im Deutschen Reich und der Schweiz (= urbs et regio; 51). Universität, Kassel 1989, ISBN 3-88122-456-4 , enthält u. a. eine Studie zur Geschichte der Geographischen Institute in Freiburg (M. Rössler) und Münster (M. Fahlbusch)
  • Klaus M. Schmals (Hrsg.): Vor 50 Jahren... auch die Raumplanung hat eine Geschichte. IRPUD, Dortmund 1997, ISBN 3-88211-099-6
  • Götz Aly, Susanne Heim: Vordenker der Vernichtung. Auschwitz und die deutschen Pläne für eine neue europäische Ordnung, 2004 (zuerst 1991), ISBN 3-596-11268-0

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ცენტრალურ ადგილთა სისტემა
ობერცენტრი
მიტელცენტრი
უნტერცენტრი
კლაინცენტრი
დოპელცენტრი
(გეოგრაფიული ადგილის) მნიშვნელობითი დატვირთვა
გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირი
ეკონომიკური გეოგრაფია
სამხარეო დაგეგმარება