ვალტერ ფუნკი

(გადამისამართდა გვერდიდან ვალთერ ფუნკი)

ვალთერ ემანუელ ფუნკი (გერმ. Walther Funk; 18 აგვისტო, 1890, ტრაკენენი (დღ. იასნაია პოლიანა), გერმანიის იმპერია31 მაისი, 1960, დიუსელდორფი, გფრ) — გერმანელი ჟურნალისტი, ნაცისტური გერმანიის ეკონომიკის მინისტრი და რაიხსბანკის პრეზიდენტი. მესამე რაიხის დამარცხების შემდეგ ნაცისტური პარტიის სხვა წევრებთან ერთად მოხვდა ნიურნბერგის პროცესზე. ნიურნბერგის სასამართლო პროცესმა ფუნკი დამნაშავედ მიიჩნია და პატიმრობა მიუსაჯა. იგი შპანდაუს ციხეში ჩასვეს. გამოუშვეს 1957 16 მაისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გარდაიცვალა 1960 წლის 31 მაისს.

ვალტერ ფუნკი
გერმ. Walther Funk
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1890
დაბადების ადგილი ტრაკენენი, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 31 მაისი, 1960
გარდაცვალების ადგილი დიუსელდორფი, გფრ
მოქალაქეობა  გერმანია
განათლება ლაიფციგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ეროვნება გერმანელი
პარტია ნსდაპ
მამა ვალტერ ფუნკ უფროსი
დედა სოფია ურბაშტი
მეუღლე/ები ლუიზა შმიტ-ზიბენი
ჯილდოები ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი