ვალერი გამგია

აფხაზი გრაფიკოსი, ფერმწერ-მონუმენტალისტი

ვალერი ვალიკოს ძე გამგია (დ. 23 დეკემბერი, 1944, სოფ. კუტოლი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპ., — დ. 21 ოქტომბერი, 1992, გუდაუთა) — აფხაზი გრაფიკოსი, ფერმწერ-მონუმენტალისტი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1984).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1971, ვ. ქუთათელაძის კლასი). შემდეგ ძირითადად სოხუმში ცხოვრობდა და მუშაობდა. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1970 წლიდან. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ლინოგრავიურების სერიები „მშრომელი აფხაზეთი“ (1972, სოხუმის სურათების გალერეა); კედლის მხატვრობა: „რთველი“ (1977, სასტუმრო „სოხუმი“), „აბრსკილი“ (1981, სოფ. ჭლოუს კულტურის სახლი) და სხვ. მას ეკუთვნის დროშის და გერბის პროექტი, რომელიც 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სეპარატისტულმა ფრაქციამ ე. წ. სახელმწიფო სიმბოლოებად დაამტკიცა.

ლიტერატურა რედაქტირება