ვალერიან მაზმიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაზმიშვილი.

ვალერიან ალექსანდრეს ძე მაზმიშვილი (დ. 10 მარტი, 1926, სოფელი ყარაღაჯი, საქართველოს სსრ — დ. 21 ივნისი, 2012, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).

ბიოგრაფია რედაქტირება

1943-1945 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა პლეხანოვის კლუბის დრამატულ დასში, 1945-1948 წლებში მესხეთის, 1948-1950 წლებში მარჯანიშვილის, 1950-1956 წლებში გორის, 1956-1967 წლებში თბილისის სანკულტურის, 1967 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრებში მსახიობად.

შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში — ბერი ჯიოვანი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“); გორის თეატრში — აბდულ სადაყი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ხოსიტა (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“), ჰოფმარშალი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ტრუფალდინო (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“); სანკულტურის თეატრში — რიჩარდი (ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“), კავერინი (ა. გორჩაკოვის „ერთი ოჯახის ისტორია“), ექიმი მაკარიუსი (ს. პოპოვიჩის „უცნაური ავადმყოფი“) და სხვ.; თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში — ვალოდია (ა. ვოლოდინის „ჩემი უფროსი და“), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის, ბ. გამრეკელის „ნაცარქექია“), ჰამლეტი (ა. ჩხაიძის „როცა მთავრდება ბავშვობა“) და სხვ.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება