ვაკატობის ეროვნული პარკი

ვაკატობის ეროვნული პარკი (ინდონ. Taman Nasional Kepulauan Wakatobi) — საზღვაო ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეთით. სახელი ვაკატობი აკრონიმიაა ოთხი მთავარი კუნძულისა: ვანგი–ვანგი, კალედუპა, ტომია და ბინონგკო.[1] 2005 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[2]

ვაკატობის ეროვნული პარკი

Taman Nasional Kepulauan Wakatobi

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, სულავესი
უახლოესი ქალაქი ბაუ-ბაუ
კოორდინატები 5°41′ ს. გ. 124°00′ ა. გ. / 5.683° ს. გ. 124.000° ა. გ. / -5.683; 124.000
ფართობი 113 900 კმ²
დაარსდა 2002
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

გეოგრაფია რედაქტირება

ეროვნული პარკი მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეთით, ბანდის ზღვასა (ჩრდილო–აღმოსავლეთით) და ფლორესის ზღვებს შორის (სამხრეთ–დასავლეთით).[1] უმაღლესი წერტილი კუნძულ ვანგი–ვანგიზე მდებარეობს (274 მ). წყლის სიღრმე მერყევია, ყველაზე ღრმა ადგილი 1 044 მეტრს აღწევს.

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

ეროვნულ პარკში წარმოდგენილ მცენარეულობას შორისაა მანგროს ტყეები, სანაპიროს ტყეები, დაბლობის ჭაობის ტყეები, მდინარისპირა ვეგეტაციები, დაბლობის წვიმის ტყე, მთის წვიმის ტყე და მარჯნის რიფები. მრავლად არიან კუები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Lestari Hutan Indonesia დაარქივებული 2010-04-20 საიტზე Wayback Machine. , retrieved 23 July 2010
  2. World Heritage Tentative List: Wakatobi National Park. UNESCO. ციტირების თარიღი: 23 July 2010.