ვაზისუბნის ელიას ეკლესია

ვაზისუბნის ელიას ეკლესია — არქიტექტურული, არქეოლოგიური, ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით 4 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარაბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და დუღებით შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რაშიც მცირე სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ქვეშ კედელზე მიდგმულია რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით 3-4 მეტრზე ქვითკირის მოზრდილი საწნახლის ნანგრევია. რის უკან სწორკუთხა სათავსოს ნაშთია ქვევრების ფრაგმენტებით.

ლიტერატურა რედაქტირება