ვადოდარა (გუჯარათ. વડોદરા), წარსულში ცნობილი, როგორც ბაროდა — ქალაქი ინდოეთში, გუჯარათის შტატის მეოთხე უმსხვილესი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი აჰმადაბადის, სურატის და რაჯკოტის შემდეგ. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ისტორიული და არქეოლოგიური მასალები IX საუკუნით თარიღდება, როდესაც აქ პატარა ქალაქი ანკოტაკა მდებარეობდა, მდინარე ვიშვამიტრის ნაპირებზე. ანკოტაკა ახ. წ. V-VI საუკუნეებში ჯაინიზმის ცნობილი ცენტრი იყო. აკოტის ზოგიერთი ბრინჯაოს სურათების ხილვა ვადოდარის მუზეუმშია შესაძლებელი. ქალაქს ერთ დროს ჩანდანავატის უწოდებდნენ მმართველ ჩანდანის პატივსაცემად რაჯპუტების ტომიდან, რომელმაც იგი ჯაინისტებს წაგლიჯა. მოგვიანებით მას ვადკატაპარა ან ვადოდარა ეწოდა, რაც ტრადიციის მიხედვით სანსკრიტის სიტყვა ვატოდარის დამახინჯებითაა მიღებული და ნიშნავს „ბანიანის ხის გულში“. დღეისათვის თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა, როდის მოხდა სახელში ცვლილებები, მაგრამ ინგლისელი ვაჭრები და მოგზაურები ქალაქს ბროდერას სახელით მოიხსენიებენ, რისგანაც თავის მხრივ ბაროდა იქნა მიღებული. 1974 წელს სახელი შეიცვალა და კვლავ ვადოდარა ეწოდა.

ქალაქი
ვადოდარა
გუჯარათ. વડોદરા

ლახმი-ვილასის სასახლე
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი გუჯარათი
კოორდინატები 22°18′00″ ჩ. გ. 73°12′01″ ა. გ. / 22.30000° ჩ. გ. 73.20028° ა. გ. / 22.30000; 73.20028
ფართობი 100,95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 129
მოსახლეობა 1 602 424[1] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 10 335 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +(91)265
საფოსტო ინდექსი 390001
საავტომობილო კოდი GJ•06
ოფიციალური საიტი https://vmc.gov.in/
ვადოდარა — ინდოეთი
ვადოდარა

ვადოდარა ერთ-ერთია შტატის იმ ოთხი ქალაქიდან, რომელთა მოსახლეობაც 1 მილიონს აღემატება. გაეკვადის სახელმწიფოს ყოფილი დედაქალაქი მდინარე ვიშვამიტრის ნაპირებზეა გაშენებული, მდინარის, რომლის სახელიც დიდი წმინდანის, რიში ვიშვამიტრასგან წარმოიშვა. გაშენებულია აჰმადაბადიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 139 კმ-ის დაშორებით. წარმოადგენს ვადოდარის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მასზე გაივლის დელი-მუმბაის დამაკავშირებელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1,6 მლნ ადამიანს შეადგენს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. India: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 10 March 2010.