ვაგი (სლოვაკ. Váh) — მდინარე სლოვაკეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სლოვაკეთის უგრძესი მდინარე. სიგრძე 406 კმ, აუზის ფართობი 15,075 კმ². წარმოიქმნება მდინარეების ბიელი-ვაგისა და ჩიერნი-ვაგის შეერთებით, რომლებსაც სათავეები აქვთ მაღალი ტატრებისა და დაბალი ტატრების მთებში. მეტწილად მიედინება მთაში, ქვემოთ — შუა დუნაის ვაკეზე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. სანაოსნოა ქალაქ სერედამდე. იყენებენ სარწყავად, წყალმომარაგებისა და ენერგეტიკული მიზნით, ხე-ტყის დასაცურებლად. ვაგზე და მის შენაკად ორავაზე შექმნილია ჰესების სისტემა. ვაგის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები რუჟომბეროკი, ჟილინა, ტრენჩინი. წყლის საშუალო ხარჯი 152 მ³/წმ. მდინარის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან vagus, რაც „მოხეტიალეს“ ნიშნავს.

ვაგი
Váh

ვაგი
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ქალაქები რუჟომბეროკი
ჟილინა
ტრენჩინი
სათავე 49°01′08″ ჩ. გ. 19°48′33″ ა. გ. / 49.01889° ჩ. გ. 19.80917° ა. გ. / 49.01889; 19.80917
სათავის მდებარეობა მაღალი ტატრები
დაბალი ტატრები
სათავის სიმაღლე 664 მ
შესართავი 47°44′59″ ჩ. გ. 18°08′51″ ა. გ. / 47.74972° ჩ. გ. 18.14750° ა. გ. / 47.74972; 18.14750
სიგრძე 406 კმ
აუზის ფართობი 15,075 კმ²
ვაგი — სლოვაკეთი
ვაგი
ვაგი
— სათავე, — შესართავი
ვაგი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაგი&oldid=2926242“-დან