ეჰსან იარშათერი ( სპარს. احسان يارشاطر დ. 3 აპრილი, 1920, ჰამადანი, სპარსეთი (ირანი)2018 წლის 1 სექტემბერი, ფრესნო, კალიფორნია, აშშ ) — ირანელ-ამერიკელი ირანისტი, ისტორიკოსი და ლინგვისტი. დიდი წვლილი შეიტანა თალიშური ენისა და ტატის შესწავლაში. ირანული კვლევების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი (ინგლ. Center for Iranian studies ), კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. პირველი ირანელი პროფესორი ამერიკულ უნივერსიტეტში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[5]

ეჰსან იარშათერი
სპარს. احسان يارشاطر
დაბ. თარიღი 3 აპრილი, 1920(1920-04-03)[1] [2]
დაბ. ადგილი ჰამადანი[3]
გარდ. თარიღი 2 სექტემბერი, 2018(2018-09-02)[4] (98 წლის)
გარდ. ადგილი ფრესნო, ფრესნოს ოლქი, კალიფორნია
მოქალაქეობა  ირანი
საქმიანობა მწერალი
მუშაობის ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თეირანის უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლა
ხელმოწერა
საიტი perlit.sailorsite.net/yarshater/

ახალგაზრდობა და განათლება რედაქტირება

დაიბადა მდიდარი ვაჭრის ოჯახში, რომელიც ბაჰაიზმის მიმდევარი იყო. თუმცა თავად არანაირი კავშირი არ ჰქონია ბაჰაის სარწმუნოებასთან. 12 წლიდან სწავლობდა ისტორიასა და ლიტერატურას თეირანის მოჰამად ალი ამერის სკოლაში. ამ უკანასკნელის დახმარებით ჩაირიცხა თეირანის უნივერსიტეტის სპარსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1947 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო თეოლოგიის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, შემდეგ გაგზავნეს ინგლისში ახალი სასწავლო მეთოდების ასათვისებლად.[6]

სამეცნიერო მოღვაწეობა რედაქტირება

ინგლისში გაიცნო იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი ირანისტი მეცნიერი ვალტერ ბრუნო ჰენინგი, რომელმაც მას რეკომენდაცია მისცა შეესწავლა ძველი ირანული ენები. როდესაც გახდა ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკული კვლევების სკოლის თანამშრომელი, რომელიც ამავე დროს შეიქმნა ჰენინგის მიერ, 1950 წელს, ჰენინგის დავალებით, შეისწავლა ჩრდილო-დასავლეთ ირანული ენები (ჯგუფი " ტატი - თალიშ "). 1953 წელს დაბრუნდა ირანში, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს თეირანის უნივერსიტეტში ძველი ირანული ენების შესახებ. 1955 წელს დაიცვა დისერტაცია თეირანის უნივერსიტეტში თემურიდ შაჰრუხის დროინდელი სპარსული პოეზიის შესახებ (XV საუკუნე).[7]

1956 წელს გახდა ირანული დიალექტების შემსწავლელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1958 - 1960 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს ძველი ირანის კულტურის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ), შემდეგ დაბრუნდა ირანში. 1960 წელს მოსკოვში აღმოსავლეთმცოდნეთა საერთაშორისო კონგრესზე წაიკითხა მოხსენება „სამხრეთ ყაზვინის ტატის დიალექტები“, რისთვისაც შემდგომში მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება ლონდონის უნივერსიტეტში. 1961 წლიდან სრულ განაკვეთზე მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც შექმნა ირანული კვლევების ცენტრი და დაიწყო "ისლამისა და ირანის ენციკლოპედიის" წერა. ამავდროულად, იგი მუშაობდა დისერტაციაზე ლონდონის უნივერსიტეტში, რომელიც მოგვიანებით გამოიცა, როგორც "სამხრეთ ტატის დიალექტების გრამატიკა" (1969), ნაშრომში მან აღწერა ყაზვინის სამხრეთ-დასავლეთში სალაპარაკო ტატის დიალექტები. 1972 წელს დაიწყო მუშაობა ენციკლოპედიაზე Iranica- ზე, რომელიც დასრულდა 1990-იანი წლების შუა ხანებში.

ეჰსან იარშათერმა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის 1959 წელს იუნესკოს ჯილდო და 1991 წელს ჯორჯო ლევი დელა ვიდას მედალი ისლამური კვლევებისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან . [8] მის სახელზე ლექციების სერია მოეწყო ლონდონის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს ანჯელესში და პარიზში მეცნიერების ეროვნულ ცენტრში.[9]

სამეცნიერო შრომები რედაქტირება

გამოაქვეყნა მონოგრაფიები "სპარსული პოეზია შაჰრუხის დროს" (თეირანი, 1955 წ. ), " შაჰნამეს ციკლის ლეგენდები" (თეირანი, 1957, რიგი ხელახალი გამოცემბის, იუნესკოს პრემია 1959 წელს), "ტატის სამხრეთ დიალექტების გრამატიკა" (ჰააგა)., 1969), ისევე როგორც არაერთი სტატია თანამედროვე დასავლური ირანული დიალექტების შესახებ, კერძოდ, ტატი და თალიშური, იუდეო-სპარსული დიალექტები (ლოტარაის ჩათვლით), ასევე სპარსული მითოლოგია.[10]

იყო იბნ სინას შრომების, მაზანდარანის წარწერების აკადემიური გამოცემის სერიაში "Corpus Inscriptionem Iranicarum" (ლონდონი, 1978) რედაქტორი და გამომცემელი. იარშატერის ძირითადი სარედაქციო ნაშრომებს შორის არის "Cambriდge History of Iran"-ის მესამე ტომი, რომელიც მოიცავს სელევკიდების, პართიის და სასანიანთა პერიოდებს და მიმდინარე თექვსმეტტომიან სპარსული ლიტერატურის ისტორიას. [11] იარშატერი იყო ენციკლოპედია ირანიკას 40 რედაქტორიდან ერთ-ერთი, [12] 300 ავტორის სტატიებით სხვადასხვა აკადემიური ინსტიტუტიდან.

სქოლიო რედაქტირება

  1. SNAC — 2010.
  2. AlKindi
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #118959263 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. https://www.nytimes.com/2018/09/18/obituaries/ehsan-yarshater-dead.html
  5. "Ehsan Yarshater: Historian who transformed the west's understanding of Iran's history and languages". Independent.co.uk.
  6. Alavi, Hamid (September 2, 2018). "درگذشت احسان یارشاطر؛ مردی که زبان فارسی وطنش بود" (in Persian). BBC Persian. Retrieved September 2, 2018.
  7. "A History of Persian Literature". Center for Iranian Studies, Columbia University, New York.
  8. Ehsan Yarshater. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-14. ციტირების თარიღი: 2020-02-19.
  9. "Ehsan Yarshater". Center for Iranian Studies, Columbia University, New York.
  10. "Ehsan Yarshater" (PDF). Encyclopædia Iranica.
  11. A History of Persian Literature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-08. ციტირების თარიღი: 2020-02-19.
  12. U.S.-funded encyclopedia revels in Iran's greatness. ციტირების თარიღი: 2020-02-18.