ეშ გოუბარი (ინგლ. Ash Gobar; დ. 1930, ფოთი) — ამერიკელი ფილოსოფოსი. ტრანსილვანიის უნივერსიტეტის ემერიტუსი, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, წარმოშობით ქართველი.

ბიოგრაფია რედაქტირება

8 წლისამ მშობლებთან ერთად დატოვა სამშობლო. თავდაპირველად გაემგზავრა ევროპაში (ბულგარეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია), შემდეგ ამერიკაში, სადაც მიიღო ფილოსოფიური განათლება, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1959, უისკონსინის უნივერსიტეტი) და გამოაქვეყნა გამოკვლევები მეცნიერების ფილოსოფიისა და სიცოცხლის ფილოსოფიის დარგში. თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის წამყვან ფილოსოფიურ ჟურნალებთან. 1959 და 1961 წელს ჟენევაში სამეცნიერო მივლინებით ყოფნისას დაუახლოვდა გამოჩენილ შვეიცარიელ ფსიქოლოგს ჟ. პიაჟეს. შეიმუშავა ორიგინ. ფილოსოფიური თეორია „დიალექტიკური რეალიზმის“ სახელწოდებით, რომელიც ვრცლად წარმოდგენილია მის მონოგრაფიაში „ფილოსოფია როგორც უმაღლესი განმანათლებლობა“ (1994). გოუბარი ავტორია მრავალი სამეცნიერო გამოკვლევისა, მათ შორის ქართული ფილოსოფიის შესახებ; ახლო ურთიერთობა აქვს ქართველ კოლეგებთან (ს. შ. ავალიანი , გ. თევზაძე ). გოუბარის სტატიები სისტემატურად იბეჭდება საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიურ გამოცემაში „ფილოსოფიური ძიებანი“. გოუბარი 1992 წელს მოწვევით იმყოფებოდა თბილისში, წაიკითხა ლექციები თსუ-ში.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Philosophic Foundations of Genetic Psychology and Gestalt Psychology, The Hague, 1968;
  • Contemporary Philosophy in Soviet Georgia, «Studies in Soviet Thought», 1978, №18;
  • Bibliography of Georgian Philosophy ( 1946─1976), «Institute of East Europian Studies», 1978, vol. 18, №13;
  • Letter to the Institute of Phylosophy of the Academy of Sciences of the Georgian SSR, «Studies in Soviet Thought», 1982, №24;
  • Studia Geоrgica, იქვე, 1983, №25;
  • Philosophy as Higher Enlightenment, N. Y., 1994;
  • ხელახალი შეხვედრა მეცნიერების ფილოსოფიასთან: დიალექტიკური რეალიზმი, «მაცნე». ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1993, #2;
  • ჩემი ფილოსოფიური მოგზაურობის გზანიშნულები (ბიბლ. ინგლ. და ქართ. ენებზე), იხ. «ფილოსოფიური ძიებანი», კრ. XI, თბ., 2007.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ავალიანი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 125-126.
  • ღია წერილი პროფ. ე. გოუბარს, «მაცნე». ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1979, #2.