აღმოსავლეთი პროვინცია (არაბ. الشرقية ash-Sharqīyah ) — საუდის არაბეთის უდიდესი პროვინცია. პროვინციის დედაქალაქია ქალაქი დამამი, სადაც პროვინციის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს და განთავსებულია მთავრობა. პროვინციის ახლანდელი მმართველია საუდის რაბეთის პრინცი საუდ ბინ ნაიეფი.

ეშ-შარკია
الشرقية
ქვეყანა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
ადმ. ცენტრი დამამი
კოორდინატები 22°30′00″ ჩ. გ. 51°00′00″ ა. გ. / 22.50000° ჩ. გ. 51.00000° ა. გ. / 22.50000; 51.00000
ფართობი 672,522 კმ²
სალაპარაკო ენები არაბული
მოსახლეობა 4,105,780 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6.1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა არაბები
საფოსტო ინდექსი 04
ოფიციალური საიტი http://www.easternemara.gov.sa/
ეშ-შარკია — საუდის არაბეთი
ეშ-შარკია

აღმოსავლეთ პროვინციაზე მოდის საუდის არაბეთის ნავთობის წარმოების უდიდესი წილი. პროვინციაში მდებარეობს ასევე ქალაქი ელ-ჯუბაილი, რომელიც არის ქიმიური წარმოების ცენტრი. მისი სპარსეთის ყურეში მდებარეობის გამო ელ-ჯუბაილი ასევე ტურისტული ცენტრიცაა. ტურისტების უმეტესობა არიან სპარსეთის ყურის გარშემო არსებული სახელმწიფოებიდან.

ისტორია რედაქტირება

პრე-ისლამური პერიოდიდან 1521 წელს ოსმალოების მიერ დაპყრობამდე რეგიონს ეწოდებოდა ბაჰრეინი. ოსმალების მმართველობის დროს მთელი რეგიონი ცნობილი იყო როგორც ელ-ჰასა. ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ რეგიონს დაეპატრონა საუდების დინასტია. ბევრ არაბულ საისტორიო წიგნში რეგიონი მოხსენიებულია როგორც ქატიფი და ჰასა(الأحساء و القطيف), რადგან რეგიონის ყველაზე ცნობილი ანტიკური ქალაქებია: ელ-ქატიფი და ელ-ჰასა. დანარჩენი ქალაქების უმეტესობა აშენებულია XX საუკუნეში, მათ შორის დედაქალაქი დამამი და ხობარი.

დემოგრაფია რედაქტირება

მოსახლეობის 4.1 მილიონიდან 1.2 მილიონი არის უცხოელი, რაც სრული მოსახლეობის 29%-ს შეადგენს.[1] მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს სუნიტს, ხოლო უმცირესობა არის შიიტს რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ელ-ქატიფში.

გუბერნატორები რედაქტირება

უმსხვილესი ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Riyadh most populous Saudi city, Makkah most populous province. Arab News. ციტირების თარიღი: 2014-04-17.