ეშლი მიშელ ტისდეილი (ინგლ. Ashley Michelle Tisdale; დ. 2 ივლისი, 1985, უესტ-დილი, მონმუთ-კაუნტი, ნიუ-ჯერსი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი.

ეშლი ტისდეილი
დაბადების სახელი ეშლი მიშელ ტისდეილი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1985 (1985-07-02) (38 წლის) უესტ-დილი, მონმუთ-კაუნტი, ნიუ-ჯერსი, აშშ
მონმუტი, ნიუ-ჯერსი, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
  • პროდიუსერი
  • უფლებამოსილი
  • მოდელი
აქტიური 1988–დღემდე
ნათესავები ჯენიფერ ტისდეილი (და)
რონ პოპაილი (ბიძაშვილი)
ჟანრ(ებ)ი პოპი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros. Records
საიტი ashleytisdale.com

ბიოგრაფია რედაქტირება

ეშლი ტისდეილი დაიბადა 1985 წლის 2 ივლისს, ნიუ-ჯერსში.[1] დედის მხრივ ეშლი ებრაელია და თავის თავს ებრაელს უწოდებს.[2] სამი წლის ასაკში ტისდეილის ნიჭი აღმოაჩინა აგენტმა, რომელიც დღემდეა მისი წარმომადგენელი. რამდენიმე სინჯის შემდეგ, მან ითამაშა 100–ზე მეტ ნაციონალურ სარეკლამო რგოლში.[1] გარკვეულ დროში, როდესაც მას უკვე ჰქონდა პატარა გამოცდილება რეკლამებიდან, მსახიობმა მონაწილეობა დაიწყო უფრო მასშტაბურ პროექტებში: საოჯახო კომედიებში და სერიალებში. 12 წლის ასაკში ტისდეილმა იმღერა პრეზიდენტ ბილ კლინტონისთვის თეთრ სახლში.[1]

ეშლი ტისდეილს მრავალი ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული საკმაოდ ცნობილ სერიალებში: „ბევერლი–ჰილზ 90210“, „მოჯადოებულები“, „ძლიერი წამალი“, „ისევ და ისევ“ და სხვ. მისი პირველი ალბომი „Headstrong“ 2007 წელს გამოვიდა და ბილბორტის ტოპ 200 სიაში შევიდა მე–5 ნომრით. ტისდეილი შევიდა ჟურნალი პიპლ-ის კატეგორიაში „ადამიანები 25“, ჟურნალი Bor სიაში „ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები“ და ყოველწლიურ იმედმომცემ სიაში „Must List“ პოპულარული ჟურნალის Entertainment Weekly კატეგორიაში „მუსიკალური იმედები“.

ეშლიმ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ორი მოტეხილობის გამო, რადგან მას სუნთქვა უჭირდა.

ტისდეილის მუსიკა პოპზეა დაფუძნებული, რომელიც შეიცავს პოპ-როკს.[3] სხვებთან თანაავტორობით დაწერილი აქვს რამდენიმე სიმღერა.[4][5][6] მუსიკალური მიდრეკილება გააჩნია კელი კლარკსონის,[7] The Used-ს,[7] Boys Like Girls-ს,[7] მაიკლ ჯეკსონის,[8] My Chemical Romance-ს,[9] Lady Gaga-ს,[10] Fergie-ს[11] მიმართ.

ამჟამად – მომღერლის კარიერაში წარმატებების მიუხედავად, – ტისდეილისთვის კინო პირველ და საყვარელ ადგილს იკავებს ცხოვრებაში. 2008 წელს ეშლიმ მონაწილეობა მიიღო სურათში „მაგარი მიუზიკლი: გამოსაშვები საღამო“ (2008). შემდეგ ითამაშა ფილმში „უცხოპლანეტელები სხვენზე“ (2009).

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1998 ყველა ძაღლის ზეიმობს შობას (ხმა)
1998 ფლიკის თავგადასავალი ბლუბერი
2001 დონი დარკო კიმი
2002 ნათანის არჩევანი სტეფანი
2002 ოისტერ ბეი ჯენიფერი
2006 მაგარი მიუზიკლი შარპეი ევანზი
2006 გულის ჩურჩული იუკო ჰარადა
2007 მაგარი მიუზიკლი 2 შარპეი ევანზი
2007 მიაღწიე წარმატებას: იბრძოლე ბოლომდე ჰერსელფი
2008 ობიექტივის მიღმა მენდი
2008 მაგარი მიუზიკლი 3 შარპეი ევანზი
2009 უცხოპლანეტელები სხვენზე ბეთანი
2011 შარპეის წარმოუდგენელი თავგადასავალი შარპეი ევანზი
2011 ფინეასი და ფერბი: მეორე განზომილებისაკენ კენდისი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Phares, Heather. (2007-02-14) Ashley Tisdale Biography. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-25. ციტირების თარიღი: 2008-09-01.
  2. Laurie Heifetz. (март-апрель 2007) The Jewish Paparazzi-Funny, Tisdale doesn't sound Jewish!. American Jewish Life Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-08. ციტირების თარიღი: 2008-09-01.
  3. Jocelyn Vena. (16 апреля 2009) Ashley Tisdale Talks About Her "Guilty Pleasure". MTV. ციტირების თარიღი: 2009-06-12.
  4. Credits for «Suddenly» დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine. , «Over It» დაარქივებული 2009-03-02 საიტზე Wayback Machine. , and «It’s Life» დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine. . ASCAP. Retrieved 2008-07-20.
  5. "Not Like That" Credits. MTV. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
  6. Peterson Gonzaga. (22 ოქტომბერი 2008) Ashley Tisdale Wants It All. SeattlePi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2009-02-24.
  7. 7.0 7.1 7.2 Sarah-Louise James. (28 ივნისი 2009) Ashley Tisdale Channels Clarkson. MTV Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-02. ციტირების თარიღი: 2009-11-26.
  8. Jocelyn Vena. (30 ივნისი 2009) Ashley Tisdale Says Michael Jackson Inspired Her. MTV. ციტირების თარიღი: 2009-06-30.
  9. Ashley Tisdale breaks out of ‘High School’. MSNBC (30 ივლისი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-02. ციტირების თარიღი: 2009-06-30.
  10. Whitney Pastorek. (24 ივლისი 2009) Ashley Tisdale talks new album "Guilty Pleasure". Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2007-09-21.
  11. Carly Milne. (2008-10-17) Ashley Tisdale Talks 'HSM,' Zac and Fergie. Popeater. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2010-04-10.