ექვსპენსიანი (ინგლ. Sixpence) — ინგლისური მონეტა. ინგლისში აგრეთვე უწოდებდნენ tanner-ს და ნახევარშილინგს (ინგლ. half-shilling). იჭრებოდა 1551-დან 1971 წლამდე. 1946 წლამდე იჭრებოდა ვერცხლისგან, შემდგომ კი სპილენძ-ნიკელის შენადნობისგან. ხმარებიდან ამოიღეს მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში შემოიღეს ათობითი ფულის სისტემა. უტოლდებოდა 2,5 ახალ პენსში, რამდენადაც ასეთია მონეტა არ არსებობდა, 2 ექვსპენსიანი მონეტა (იხ. შილინგი) შეიძლებოდა გადაცვლილიყო ახალ 5 პენსში. ექვსპენსიანი, ფაქტობრივად, ხმარებაში იყო 1980 წლამდე. იჭრებოდა აგრეთვე დიდი ბრიტანეთის კოლონიებში და მის შემადგენლობაში მყოფ ტერიტორიებზე.

ექვსპენსიანი მონეტები 1787 და 1818 წ.-ში ჯორჯ III-ის პორტრეტით