ექვსდღიანი ომი

კონფლიქტის დროს სამხედრო მოძრაობების რუკა.
თარიღი 5 ივნისი, 1967 – 10 ივნისი, 1967
მდებარეობა ახლო აღმოსავლეთი
შედეგი ისრაელის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ისრაელმა დაიპყრო ღაზას სექტორი და სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტესგან. დასავლეთ სანაპირო იორდანიისგან. გოლანის მაღლობები სირიისგან.
მხარეები
ისრაელის დროშა ისრაელი ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
სირიის დროშა სირია
იორდანიის დროშა იორდანია
ერაყის დროშა ერაყი
მცირე მხარდაჭერა:
ლიბანის დროშა ლიბანი[1]
მეთაურები
ისრაელის დროშა იცხაკ რაბინი,
ისრაელის დროშა მოშე დაიანი,
ისრაელის დროშა არიელ შარონი,
ისრაელის დროშა უზი ნარკისი,
ისრაელის დროშა ისრაელ ტალი,
ისრაელის დროშა მორდეხაი ჰოდ,
ისრაელის დროშა შლომო არელ
ეგვიპტის დროშა აბდელ ჰაკიმ ამირი,
ეგვიპტის დროშა აბდულ მუნიმ რიადი,
იორდანიის დროშა ზაიდ იბნ შაკერი,
სირიის დროშა ჰაფეზ ალ–ასადი
ძალები
264,000 (214,000 რეზერვისტის ჩათვლით)
300 თვითმფრინავი
800 ტანკი [2]
ეგვიპტე: 240,000
სირია, იორდანია და ერაყი:307,000
957 თვითმფრინავი
2,504 ტანკი[3]
დანაკარგები
800 დაღუპული,
2,563 დაჭრილი,
15 დატყვევებული,
46 განადგურებული თვითმფრინავი[4]
21,000 დაღუპული,
45,000 დაჭრილი,
6,000 დატყვევებული
400 განადგურებული თვითმფრინავი
6,000 დაკარგული
ექვსდღიანი ომი ვიკისაწყობში

ექვსდღიანი ომი — სამხედრო კონფლიქტი ისრაელსა და არაბული ქვეყნების გაერთიანებას შორის. ომი დაიწყო ისრაელის მიერ ეგვიპტეზე თავდასხმით. მოგვიანებით ომში იორდანია, სირია და ერაყიც ჩაერთვნენ. გრძელდებოდა 1967 წლის 5 ივნისიდან 10 ივნისამდე.

წინაპირობა რედაქტირება

ომის მთავარი მიზეზი იყო დაძაბულობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. განუწყვეტლივ ხდებოდა ისრაელში მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, მუდმივი მუქარა არაბული ქვეყნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება. მნიშვნელოვანი იყო ეგვიპტის პრეზიდენტის ნასერის ბრძანება 6 მაისს, რომელიც მოითხოვდა ნახევარკუნძულ სინაიდან საერთოშორისო ძალების გაყვანას, რის შემდეგაც ეგვიპტემ ისრაელს წითელი ზღვის მისადგომი გადაუკეტა, რაც ელათის პორტის გაჩერებას ნიშნავდა. ეს მას შემდეგ, რაც 1957 წლიდან თავისუფლად მოძრაობდა ისრაელის საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო ძალების დაკვირვებით წითელ ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა წითელი ზღვის ნეიტრალობა, ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა განაცხადა, რომ ყოველივე გარღვევა ამ ბლოკადისა, იქნება ეგვიპტისთვის ომის დაწყების მიზეზი, სიტუაციას უფრო ამწვავებდა საბჭოთა კავშირის მასიური დახმარება არაბულ ქვეყნებზე, რაც უფრო მატებდა მათ თავდაჯერებულობას იმაში, რომ ისინი ძლევდნენ ისრაელს, შედეგად ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასხმოდა თავს მოულოდნელად.

დაწყება რედაქტირება

5 ივნისის დილას ისრაელის გამანადგურებელი თვითმფრინავები აფრინდნენ ჰაერში და პირველი დარტყმა მიაყენეს სინაის ნახევარკუნძულს, სადაც გაანადგურეს სამხედრო აეროდრომები. დარტყმა იმდენად მოულოდნელი და ძლიერი იყო რომ ეგვიპტის საჰაერო ძალები მთლიანად გამოვიდნენ წყობიდან, რის შემდეგადაც ომში ჩაერთო იორდანიაც. მიუხედავად ხუსიენ მეფის გაფრთხილებისა ისრაელის მიერ, რომ შეეწყვიტა ომი, მან განაგრძო თავდასხმა. ამის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს იორდანიის წინააღმდეგაც ოპერაცია და გაათავისუფლეს აღმოსავლეთი იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორიები. ასევე სირიამ პირველივე დღეებში დაიწყო მასიური არტილერიული სროლა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებზე, რამაც განაპირობა ისრაელის საპასუხო დარტყმა, რომელმაც გაანადგურა სირიის მეტი წილი საჰაერო ძალები, მთლიანობაში არაბულმა ქვეყნებმა პირველი დღის ომში დაკარგეს 400 მეტი სამხედრო თვითმფრინავი.

ომის შემდეგ დღეებში ისრაელის ჯარმა განაგრძო ქვეითი ძალებით შეტევა და მესამე დღის ბოლოს უკვე დაიპყრო ნახევარკუნძული სინაი, (მაშინ, როცა მარტო ეს ტერიტორია 3 ჯერ დიდია ისრაელზე) ,ამის მერე საერთაშორისო ერებმა მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტა. მიუხედავად წარმატებისა ისრაელი პირველი იყო ვინც დაეთანხმა ამ პირობას მაგრამ სირიამ განაგრძო ებრაული დასახლებების დაბომბვა და ასევე სცადა წარუმატებლად დაეპყრო კიბუც დანი (კიბუცი ებრაული სოფლის ტიპის დასახლებაა, სადაც მაცხოვრებლებს საერთოა ქონება აქვთ). ამის შემდეგ ისრაელმა თავი მოუყარა ძალებს და გადავიდა კონტრშეტევაზე გოლანის მაღლობებისკენ, სადაც სირიის ძალები იყვნენ განლაგებული. ამ ბრძოლაში ისრაელმა დაიპყრო გოლანის მაღლობები.

შედეგები რედაქტირება

10 ივნისს ომი ისრაელის გამარჯვებით დამთავრდა. ამ დღისათვის უკვე განადგურებული იყო მტრის 400-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი, აქედან 60 ჰაერში. აგრეთვე განადგურდა 500-ზე მეტი ტანკი, რაც მოწინააღმდეგე მხარის მთელი მძიმე სამხედრო ტექნიკის 70%-ზე მეტს წარმოადგენდა. ამ ომში დაიღუპა 15,000 მეტი ეგვიპტელი, 5000 ტყვედ ჩავარდა, 6000 იორდანიის ჯარისკაცი და სირიის 1000 ჯარისკაცი. ისრაელია მხრიდან კი 700 მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და 2500 დაიჭრა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Oren (2002), p. 237.
  2. Geoffrey Regan, p.211
  3. Regan, p.211
  4. Arab - Israeli Aircraft Losses