ექვთიმე ზიგაბენი

მასზე მეტი არაფერია ცნობილი სხვადასხვა მიზეზების გამო

ექვთიმე ზიგაბენი (ბერძ. Ευθύµιος Ζιγαβηνός, ლათ. Euthymius Zigabenus или Zigadenus; დ. ? — გ. დაახ. 1118) — ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და ეგზეგეტი.

თავდაპირველად იყო ძალზე წარჩინებული პიროვნება ბიზანტიის იმპერატორის კარზე, შემდეგ კი — მონაზონი. დაწერა ყველა ერესის ისტორია — „პანოპლია დოგმატიკა“ (ბერძ. πανοπλία δογματική), დაწყებული სვიმონ მოგვისგან, ისლამით დამთავრებული, მათი მოკლე უარყოფით, რომლებიც დასესხებულია ეკლესიის მამების თხზულებებიდან. ეს თხზულება არის სრულიად კომპილატიური ხასიათის. ზიგაბენის კომენტარებმა ოთხთავზე (აღმოჩნდა XVIII საუკუნის ბოლოს და გამოიცა ლაიფციგში 1792 წელს), და ასევე ფსალმუნებზე და ქებათა ქებაზე (გამოც. „Bibliotheca patrum“, ტ. XIX) საღვთისმეტყველო კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა. მისი ყველა თხზულება თავმოყრილია მინეს კრებულში Patrologia Graeca (ტომები 128-131).

ლიტერატურა რედაქტირება

  • Schriften zum Islam von Arethas und Euthymios Zigabenos und Fragmente der griechischen Koranübersetzung. Griechisch-deutsche Textausgabe von Karl Förstel (Corpus Islamo-Christianum, Series Graeca, 7). Harrassowitz, Wiesbaden 2009
  • Euthymios Zigabenos (richtiger Zygadenos). Meyers Konversations-Lexikon 1885–1892, Band 5, Seite 943
  • Die Religion in Geschichte und Gegenwart (RGG), 3. Aufl., Tübingen 1958, Bd. 2, Sp. 745

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება