ეუკუმბენე (ინგლ. Lake Eucumbene) — ანთროპოგენური წარმოშობის ტბა და წყალსაცავი ავსტრალიაში. მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, სნოუის მთებში, ახალი სამხრეთი უელსის შტატის ტერიტორიაზე. ტბა შეიქმნა მდინარე ეუკუმბენეზე აგებული კაშხლის შედეგად, სნოუის მთების სქემის მიხედვით. კაშხალი აშენებულია 1956-1958 წლებს შორის. კაშხლის სიმაღლე აღწევს 116 მ-ს, ხოლო სიგანე საფუძველში 686 მ-ია.

ეუკუმბენე
დამშრალი ეუკუმბენე
დამშრალი ეუკუმბენე
კოორდინატები: 36°05′30″ ს. გ. 148°43′33″ ა. გ. / 36.09167° ს. გ. 148.72583° ა. გ. / -36.09167; 148.72583
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ეუკუმბენე — ავსტრალია
ეუკუმბენე

ეუკუმბენე გვირაბით არის დაკავშირებული მდინარე სნოუისთან და მდინარე მარამბიჯთან, ასევე ტუმუტისა და ტანტანგარის წყალსაცავებთან. განვითარებულია თევზჭერა. მოიპოვება კალმახი.

2007 წლის აპრილის მონაცემებით ეუკუმბენეს წყალმა საგრძნობლად დაიკლო, რაც გამოწვეული იყო გვალვიანობით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ეუკუმბენე, 2006 წლის 5 ნოემბერი