ესტონური ვიკიპედია

ესტონური ვიკიპედია (ესტ. Eestikeelne Vikipeedia) — ვიკიპედიის განყოფილება ესტონულ ენაზე. შეიქმნა 2002 წლის 24 ივლისს. 2012 წლის 2 ოქტომბრის მონაცემებით დარეგისტრირებულია 52 090 ადამიანი. აქედან 563 მომხმარებელი ახორციელებს რაიმე ქმედებას ბოლო 30 დღის განმავლობაში. ჰყავს 37 ადმინისტრატორი. ესტონური ვიკიპედიის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა ეროვნებით ესტონელი ფილოსოფოსი და მთარგმნელი ანდრე ლუურე, რომელსაც 2008 წელს ესტონეთის პრეზიდენტისგან სახელმწიფო ჯილდო გადაეცა. 2012 წლის 2 ოქტომბრის მონაცემებით ესტონურ ვიკიპედიაში არსებობს 101 480 სტატია.

ვიკიპედიის ნიშანი ესტონური ვიკიპედია
Eestikeelne Vikipeedia
განყოფილების ლოგო
მისამართი: et.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ესტონური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 243 787
გვერდების რაოდენობა: 575 226
რედაქტირებების რაოდენობა: 6 598 592
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 190 325
აქტიური მომხმარებელი: 575
ადმინისტრატორი: 34
სიღრმე: 21.2

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ესტონურ ენაზე
Eestikeelne Vikipeedia