ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე

ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე (ესპ. Estadio Nacional Complutense) — სარაგბო სტადიონი მადრიდში, ესპანეთში, რომელსაც ფლობს კომპლუტენსეს უნივერსიტეტი. ის არის ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო არენა, რომელიც ასპარეზობს რაგბის ევროპის ჩემპიონატში. სტადიონს აგრეთვე გამოიყენებენ კლუბები: „ოლიმპუს რაგბი XV მადრიდი“, „არქუიტექტურა“ და „კისნეროსი“

ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე
მდებარეობა მადრიდი, ესპანეთი
გაიხსნა 12 ოქტომბერი, 1943
მესაკუთრე კომპლუტენსეს უნივერსიტეტი
საფარი მინდორი
ტევადობა 12,400

სტადიონის მშენებლობა დაიწყო 1927 წლის 17 მაისს. არქიტექტორებად მოიწვიეს ლუის ლაკასა ნავარო, ხავიერ ბაროზუ და ედუარდო ტოროხა.[1] სტადიონი გაიხსნა 1943 წლის 12 ოქტომბერს, ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება