ესპრესო (იტალ. espresso [esˈprɛsso]) — იტალიური წარმოშობის შავი ყავა. მზადდება წვრილად დაფქულ ყავის მარცვლებზე მცირე რაოდენობით თითქმის ადუღებული (90°C) წყლით 9 ბარის წნევით მოქმედებით და ჩამოწურვით. როგორც წესი, ესპრესო უფრო მეტად შესქელებულია, ვიდრე სხვა მეთოდებით დამზადებული ყავები, აქვს ხსნადი მყარი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და ახასიათებს „კრემი“ თავზე (კრემისმაგვარ კონსისტენციების ქაფი).[1] არომატიზატორებისა და ქიმიკატების ზემოქმედებით ხარშვისას, ესპრესოს ჩვეულებრივი ჭიქა უფრო მეტად კონცენტრირებულია. ესპრესო წარმოადგენს მთავარ ინგრედიენტს სხვა ყავების დასამზადებლად, როგორიცაა ლატე, კაპუჩინო, მაკიატო, მოკა, ფლეტ უაიტი, ამერიკანო და სხვ.

ესპრესოს ჩამოწურვა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Illy, "Il caffè e i cinque sensi" [1]: "La tazzina di porcellana bianca incornicia la çrema: una trama sottile nei toni del nocciola, percorsa da leggere striature rossastre"