ერუშეთის საეპისკოპოსო

ერუშეთის საეპისკოპოსო — ერთ-ერთი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში, სამცხე-საათაბაგოში.

საეპისკოპოსოს საზღვრები რედაქტირება

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, ერუშნელის სამწყსო ტალაშოსა და არტაანი-კოლას საზღვრამდი ტერიტორია იყო. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში ერუშნელი მერვე ადგილზეა დასახელებული.

 
„Ⴡ. ერუშნელის სამწყსო ტალაშოს ზეითი, სულა არტანა კოლის სამზღურამდინ.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

სქოლიო რედაქტირება

  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53