ეროვნული მუსიკის დღე

„ეროვნული მუსიკის დღე“ (აზერ. Milli musiqi günü) — დღესასწაული, რომელიც აზერბაიჯანში ყოველწლიურად 18 სექტემბერს, აზერბაიჯანის თანამედროვე პროფესიონალური მუსიკალური ხელოვნების დამაარსებლის უზეირ ჰაჯიბეკოვის დაბადების დღეს, აღინიშნება.[1][2]. ის სამუშაო დღედ არის გამოცხადებული.

ეროვნული მუსიკის დღე
აზერ. Milli musiqi günü
დაწესდა უზეირ ჰაჯიბეკოვის დაბადების დღის საპატივცემულოდ 1995 წელს ჰეიდარ ალიევის განკარგულებით
თარიღი 18 სექტემბერი

ტრადიციულად ამ დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის წინ (ამჟამად — ბაქოს მუსიკალური აკადემია), რომელიც ჰაჯიბეკოვის სახელს ატარებს, ბევრი ადამიანი იკრიბებოდა. აქ აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ასევე ჰაჯიბეკოვის სახელს ატარებს, ნიაზის ხელმძღვანელობით კომპოზიტორის ნაწარმოებებს ასრულებდა.[2] ამ ტრადიციას სწორედ ნიაზმა ჩაუყარა საფუძველი.[3] 1995 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევი გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე ამ დღის აღნიშვნა სახელმწიფო დონეზე დაიწყო.[3] აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამაინსტრო ეროვნული მუსიკის დღის ზეიმთან დაკავშირებით მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს: ბაქოს მუსიკალური აკადემიის წინ ამ დღესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ცერემონიალი მიმდინარეობს, უზეირ ჰაჯიბეკოვის სახლ-მუზეუმის შენობაში კულტურული

ღონისძიებები ტარდება, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში ეწყობა უზიერ ჰაჯიბეკოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადღსასწაულო საღამო.[4]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Сафарова З. (1985). Узеир Гаджибеков. Язычы, გვ. 4, გვ. 64. 
  2. 2.0 2.1 (1982) Ниязи. Жизнь и творчество. Язычы, გვ. 73, გვ. 88. 
  3. 3.0 3.1 Молодые исполнители дали концерт в Доме-музее Ниязи
  4. 18 сентября — День национальной музыки Азербайджана