ეროვნული კონვენტი

ეროვნული კონვენტი (ფრანგ. Convention nationale) — საკანონმდებლო ორგანო საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში; ქვეყანას მართავდა 1792–1795 წლებში და შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა.

საფრანგეთის ისტორია
საფრანგეთის დროშა 1789 წლამდე და 1814 და 1830 შორის საფრანგეთის დროშა
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ძველი ისტორია
წინაისტორიული საფრანგეთი
გალია
რომაელთა გალია (ჩ. წ. 50–486)
ფრანკთა იმპერია
მეროვინგები (481–751)
შუა საუკუნეები
კაროლინგები (751–987)
კაპეტინგები (987–1328)
ვალუები (1328–1498)
ადრეული საფრ.
ვალუა-ორლეანები (1498–1515)
ვალუა-ანგულიმები (1515–1589)
ბურბონები (1589–1792)
რევოლუცია (1789)
XIX საუკუნე
პირველი რესპუბლიკა (1792–1804)
კონვენტი (1792–1795)
დირექტორია (1795–1799)
კონსულობა (1799–1804)
პირველი იმპერია (1804–1814)
რესტავრაცია (1814–1830)
ივლისის რევოლუცია (1830)
ივლისის მონარქია (1830–1848)
რევოლუცია 1848
მეორე რესპუბლიკა (1848–1852)
მეორე იმპერია (1852–1870)
მესამე რესპუბლიკა (1870–1940)
პარიზის კომუნა (1871)
XX საუკუნე
ვიშის რეჟიმი (1940–1944)
დროებითი მთავრობა (1944–1946)
მეოთხე რესპუბლიკა (1946–1958)
მეხუთე რესპუბლიკა (1958–დღემდე)
  •  •  

წინარეისტორია რედაქტირება

1792 წლის 10 აგვისტოს, დამფუძნებელმა კრებამ მეფეს უფლებამოსილება შეუჩერა და 26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად 20 სექტემბერს ჩამოყალიბდა ეროვნული კონვენტი. მან მეორე დღესვე მონარქია გააუქმა, 22 რიცხვში კი საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა.

უფლებამოსილება რედაქტირება

კონვენტის ხელში თავმოყრილი იყო საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი და ნაწილობრივ სასამართლო ხელისუფლებაც. მის მოქმედებას კანონი არ ზღუდავდა. აღმასრულებელი ხელისუფლება 15 კომიტეტს შორის ნაწილდებოდა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი გადარჩენისა (Comité du salut public) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (Сomité de la sûreté générale) კომიტეტები იყო. მათ შეეძლოთ ნებისმიერი ადამიანის რევოლუციურ ტრიბუნალზე გაყვანა. პირველ მათგანს 1794 წლის 1 აპრილის შემდეგ ასევე ემორჩილებოდა 12 კომისია, რომლებიც ფაქტობრივად სამინისტროების ფუნქციებს ასრულებდნენ.

ქრონოლოგია რედაქტირება

ეროვნულ კონვენტზე ლუი XVI-ის დაკითხვა

კონვენტის აბსოლუტურ უმრავლესობას ე.წ. „ჭაობი“ წარმოადგენდა, რომელსიც დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და ჟირონდელებსა და მონტანიერებს შორის მერყეობდა. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა. პირველი უთანხმოება მათ შორის სექტემბრის ხოცვა-ჟლეტვაში დამნაშავეთა დასჯის საკითხმა გამოიწვია, ჟირონდელებმა ოპონენტები დიქტატურის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულეს. მათი პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს ლუი XVI-ის დასჯასთან დაკავშირებით, რომელიც 1793 წლის 21 იანვარს გილიოტინაზე გაიყვანეს. თანდათან კონვენტში მონტანიერები გაძლიერდნენ, რომელთაც მხარს პარიზის მოსახლეობა უჭერდა. ჟირონდელების პოზიციები კი რეგიონებში იყო მყარი.

ვანდეის აჯანყებამ კონვენტს მკაცრი ზომების გატარებისკენ უბიძგა. შემოიღო სიკვდილით დასჯა ყველა ემიგრანტისა და რესპუბლიკის ერთგულებაზე დაუფიცებელი მღვდლებისთვის, თუკი ისინი ერთი კვირის განმავლობაში არ დატოვებდნენ საფრანგეთს. ასევე გამოიცა დეკრეტი სამღვდელოებისა და არისტოკრატიის განიარაღების შესახებ. შეიქმნა რევოლუციური კომიტეტები „საეჭვოების“ გასაკონტროლებლად. 10 მარტს რევოლუციური ტრიბუნალები ჩამოყალიბდა მოღალატეების, მეამბოხეების, არმიის არაკეთილსინდისიერი მომმარაგებლებისა და ფულის გამყალბებლების დასასჯელად 1 აპრილს გამოცემული დეკრეტით იმუნიტეტი მოეხსნა დეპუტატს, თუკი ის რესპუბლიკის მტრებთან კავშირში იქნებოდა ეჭვმიტანილი. ტერორის ეს პოლიტიკა კონვენტის საზოგადოებრივი გადარჩენისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტების საშუალებით ხორციელდებოდა.

ჟირონდელებს საბოლოო დარტყმა მონტანიერებმა 31 მაის – 1 ივლისის შუალედში მიაყენეს, როცა პარიზის მოსახლეობა კონვენტის თავს დაესხა. ამის საპასუხოდ რეგიონების თითქმის ნახევარში აჯანყებები დაიწყო, რომელთაც ჟირონდელები ხელმძღვანელობდნენ. ამან მონტანიერებს საშუალება მისცა, საზოგადეობა და კონვენტის უმრავლესობა დაერწმუნებინა, რომ მათი მოწინააღმდეეები რესპუბლიკის მტრები და ფედერალისტები იყვნენ. აჯანყებები სისხლში ჩაახშეს, ჟირონდელების ნაწილი სიკვდილით დასაჯეს ნაწილი კი კონვენტიდან გაყარეს.

1793 წლის წლის ბოლოს დაპირისპირება დაიწყო მონტანიერებს შორის. კერძოდ ჟან რენე ებერსა (ებერისტები) და ჟორჟ ჟაკ დანტონს (დანტონისტები) ერთნი აჯანყებულთა წინააღმდეგ რეპრესიების გაგრძელებას ითხოვდნენ, მეორენი კი ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ორივეს წინააღმდეგ მაქსიმილიან რობესპიერი გამოვიდა და ამ დაპირისპირების შედეგად ჯერ ებერს შემდეგ კი დანტონს მოუწია ეშაფოტზე ასვლა. რობესპიერი ერთპიროვნული მმართველი გახდა. მას მალე დაუპირისპირდნენ კონვენტის წევრები რადგან შიშობდნენ, რომ მის მიერ დანერგილი ტერორი მათაც შეიწირავდა. ამას შედეგად თერმიდორული გადატრიალება მოყვა. რობესპიერი სიკვდილით დასაჯეს.

თერმიდორის შემდეგ რედაქტირება

უპირველეს ყოვლისა მმართველი კომიტეტების შემადგენლობა შეიცვალა და მათ უფლებებლი შეეკვეცათ. 1794 წლის ნოემბერში დაიკეტა იაკობინელთა კლუბი, კონვენტში დაბრუნდა 73 ჟირონდელი დეპუტატი. ერთ-ერთი უსასტიკესი კომისარი ჟან-ბატისტ კარე სასამართლოს გადაეცა. გაუქმდა რამდენიმე დეკრეტი მათ შორის არისტოკრატიისა და დაუფიცებელი მღვდლების განდევნის შესახებ, ასევე 1793 წლის გადაწყვეტილება ჟირონდელთა ლიდერების კანონგარეშე გამოცხადების შესახებ.

პარიზის მოსახლეობის ნაწილმა 1795 წლის 1 აპრილს კონვენტის აღება სცადა თუმცა ამას შედეგად, პირიქით რამდენიმე მონტანიერი დეპუტატის დაპატიმრება მოყვა. იგივე განმეორდა 20 მაისს, ამჯერად ბრბომ კონვენტში შესვლა მოახერხა. ხელისუფლებამ საპასუხოდ პარიზში ჯარი შეიყვანა და 10 000 კაცი დააპატიმრა. ეშაფოტზე აიყვანეს უკანასკნელი მონტანიერები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება