ერნსტ იოჰან ბირონი, ფაქტიუროად ბირენი ან ბიურენი (ლატვ. Ernests Johans Bīrens, გერმ. Ernst Johann von Bühren; დ. 3 დეკემბერი, 1690 — გ. 28 დეკემბერი, 1772) — რუსეთის იმპერიის რეგენტი და კურლანდიის ჰერცოგი, ოსტზეელი არისტოკრატების ოჯახიდან. ბირონი თავისი გვარის გაფრანგულებული ვარიანტია, რომელიც ფრანგი ჰერცოგების გვარების მსგავსებით მიიღო.

ერნსტ ბირონი

ბიოგრაფია რედაქტირება

იგი იყო ფავორიტი დაქვრივებული იმპერატრიცის ანა იოანეს ასულისა, რომელსაც 1730 წელს გაჰყვა რუსეთში და გახდა მისი კარის ობერკამერჰერი. დიდი გავლენა ჰქონდა იმპერატორზე და ათი წლის განმავლობაში პრაქტიკულად მართავდა რუსეთს. ანა ივანეს ასულის დახმარებით 1737 წელს აირჩიეს კურლანდიის ჰერცოგად. საჰერცოგოს მართავდა პეტერბურგიდან. ანა ივანეს ასულის გარდაცვალეს შემდეგ (1740) მისივე ანდერძით გახდა მცირეწლოვან ივანე VI-ს რეგენტი. 1740 წლის 9 ნოემბრის სასახლის გადატრიალების დროს დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რაც შემდეგ შეუცვალეს ციმბირში გადასახლებით. 1742 წელს იმპერატორმა ელისაბედმა იაროსლავლში გადაიყვანა. პეტრე III-მ პეტერბურგში დააბრუნა. ეკატერინე II-მ აღუდგინა კურლანდიის ჰერცოგობა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ბირონოვშჩინა

ლიტერატურა რედაქტირება