ერნესტუ ბექმენ გეიზელი (დ. 3 აგვისტო, 1908, ბენტუ-გონსალვისი, ბრაზილია — გ. 12 სექტემბერი, 1996, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ბრაზილიის პრეზიდენტი 1974–1979 წწ.

ერნესტუ გეიზელი
ერნესტუ გეიზელი
ბრაზილიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი 1974 – 15 მარტი 1979
წინამორბედიემილიუ გარასტაზუ მედისი
მემკვიდრეჟოანუ ფიგეირედუ

დაბადებული3 აგვისტო 1908
ბენტუ-გონსალვისი ბრაზილია
გარდაცვლილი12 სექტემბერი 1996
რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია
მეუღლელუსი გეიზელი
რელიგიალუთერანი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ქალაქ ბენტუ-გონსალვისში, გერმანელი, ლუთერანი ემიგრანტის ოჯახში. თავის ძმა ორლანდოსთან (რომელიც იყო სამხედრო მინისტრი, გეიზელის წინამორბედი პრეზიდენტის მთავრობაში) ერთად შევიდა სამხედრო სამსახურში და 1925 წელს დაამთავრეს პორტუ-ალეგრის სამხედრო სკოლა. 1934 წლიდან მუშაობდა პარაიბის შტატის ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივ სამუშაოთა სამინისტროებში, აგრეთვე ამავე შტატის ფინანსთა მინისტრად. 1943–1950 წწ. – ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ სამდივნოში, ხოლო 1950–1955 წწ. შეიარაღებული ძალების გენშტაბში. 1964 წლიდან იყო პრეზიდენტ მარშალ უმბერტო კასტელუ ბრანკუს სამხედრო მრჩეველი და პრეზიდენტის სამხედრო კანცელარიის უფროსი. 1966 წელს მიენიჭა არმიის გენერლის წოდება. 1969–1973 წწ. ხელმძღვანელობდა ნავთობის ეროვნული კომპანია „პეტრობრაზს“. 1974 წელს აირჩიეს ბრაზილიის პრეზიდენტად 5 წლის ვადით.

გეიზელის მეუღლე, ლუსი მარკუსი, რომელთანაც იქორწინა 1940 წელს, იყო არმიის გენერლის ქალიშვილი, მასთან შეეძინა ქალიშვილი, ამალია ლუსი (შემდეგ უნივერსიტეტის პროფესორი) და ვაჟიშვილი ორლანდო. პრეზიდენტის ქვრივი დაიღუპა 2000 წელს ავტოკატასტროფაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
ემილიუ გარასტაზუ მედისი
ბრაზილიის პრეზიდენტი

19741979
შემდეგი:
ჟოანუ ფიგეირედუ