ერმინიო მასანტონიო
ერმინიო მასანტონიო (ესპ. Herminio Masantonio; დ. 5 აგვისტო, 1910, ენსენადა, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა — გ. 11 სექტემბერი, 1956, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა „ურაკანის“, „დეფენსორ სპორტინგის“, „ბანფილდისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, გატანილი გოლების რაოდენობით არგენტინის პროფესიული საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს.[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ერმინიო მასანტონიო | ||
დაბადების თარიღი | 5 აგვისტო, 1910 | ||
დაბადების ადგილი |
ენსენადა, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი |
11 სექტემბერი, 1956 (46 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1931–1943 | ურაკანი | 337 | (249) |
1943 | დეფენსორი | 11 | (3) |
1944 | ბანფილდი | 9 | (2) |
1945 | ურაკანი | 12 | (5) |
სულ | 369 | (259) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1935–1942 | არგენტინა | 19 | (21) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაიბადა 1910 წლის 5 აგვისტოს იტალიელი ემიგრანტების ოჯახში ბუენოს-აირესის პროვინციის პატარა ქალაქ ენსენადაში. ფეხბურთის თამაშს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ პლატენსეს ლიგის მონაწილე „სპორტივა ვილია ალბინოს“ შემადგენლობაში იწყებს. მისი თამაში ყურადღებას იქცევს და მასანტონიოს გასასინჯად „ესტუდიანტესისა“ და „ხიმნასია ლა-პლატას“ მესვეურები უკავშირდებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე კლუბები ვერ მიდიან. ერთ-ერთი ასეთი მორიგი გასინჯვის დროს საფეხბურთო კლუბ „ხიმნასია ლა-პლატას“ რიგებში, რომელსაც მასანტონიო ბავშვობიდან გულშემატკივრობდა, მისი თამაში „ურაკანის“ პრეზიდენტმა, ლეიტენანტმა ტომას ადოლფო დუსიმ შეამჩნია და კლუბში მიიწვია.[3]
სანაკრებო კარიერა რედაქტირება
1935–1942 წლებში იყო არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 21 ბურთი გაიტანა.[4][5]
მიღწევები რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
- ბეკარ ვალერას თასი: 1933
სანაკრებო რედაქტირება
- ლიპტონის თასი: 1933
ინდივიდუალური რედაქტირება
- კოპა ამერიკას საუკეთესო ბომბარდირი: 1935, 1942 [6]
- ურაკანის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 268 გოლი
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ერმინიო მასანტონიო — Dale Huracán
- ერმინიო მასანტონიო — Futbolfactory.Futbolweb.Net
- ერმინიო მასანტონიო — Huracán y su gente
- ერმინიო მასანტონიო — SoyQuemero
BDFA · FootballDatabase.eu · Transfermarkt · WorldFootball.net |
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Grandes goleadores argentinos: Herminio Masantonio. La Refundación. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
- ↑ Herminio Masantonio en números. OtroFutbol.com.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-30. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
- ↑ Debut de Herminio Masantonio. cahuracan.com. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
- ↑ Goalscoring for Argentina National Team. RSSSF.com (14 ივლისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი, 2010. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020.
- ↑ Goalscoring for Argentina National Team. Roberto Mamrud for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020
- ↑ Most goals in the Copa América. Martín Tabeira for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020