ერკერი (გერმ. Erker) — კედლის სიბრტყიდან გამოწეული ნახევარწრიული, სამკუთხა ან წახნაგოვანი შემინული ნაწილი. ხშირად ასდევს რამდენიმე სართულს, ზოგჯერ - მთელ ფასადსაც (პირველი სართულის გარდა). ერკერი ზრდის ძირითადი სათავსის ფართობს, აუმჯობესებს მის განათებასა და ინსოლაციას. ერკერში ყველაზე ხშირად გამოყენებული 90, 135 და 150 გრადუსის კუთხეები.

ერკერები სან-ფრანცისკოში

ერკერებს ხშირად ვიქტორიანულ არქიტექტურას უკავშირებენ. ისინი პირველად პოპულარული გახდა 1870-იანებში.

ამგვარი ფანჯრები ძირითადად ოთახის სივრცელის ილუზიის შესაქმნელად გამოიყენება. ბუნებრივი განათების გაზრდასთან ერთად ერკერში უკეთ ჩანს გარე ხედი, რაც ჩვეულებრივი ფანჯრიდან ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ გახდა ერკერი სან-ფრანცისკოს არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტი - ამ ქალაქში საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო.

საბჭოთა კავშირში ერკერები შემადგენელი ნაწილი გახდა სტალინისტურ არქიტექტურაშიც, ასევე საცხოვრებელი ფართის სივრცის ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად და ფუფუნების ელემენტად ითვლებოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება