ერიხ დრიგალსკი

გერმანელი გეოგრაფი, გეოფიზიკოსი და პოლარეთის მკვლევარი

ერიხ დაგობერტ ფონ დრიგალსკი (გერმ. Erich von Drygalski; დ. 9 თებერვალი, 1865 — გ. 10 იანვარი, 1949) — გერმანელი გეოგრაფი, გეოფიზიკოსი და პოლარეთის მკვლევარი. 1906-1935 წლებში იყო მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი. 1891 და 1892-1893 წლებში გრენლანდიაში კონტინენტური ყინულის გამოსაკვლევად ხელმძღვანელობდა ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების 2 ექსპედიციას. 1901-1903 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანულ ანტარქტიკულ ექსპედიციას გემზე „გაუსი“. კერგელენის არქიპელაგზე დააარსა მეტეოროლოგიურ-მაგნიტური სადგური. 1902 წელს აღმოაჩინა და გამოიკვლია ანტარქტიდის ნაწილი, რომელმაც მიიღო სახელწოდება ვილჰელმ II-ის მიწა; გამოიკვლია გაუსის მთა და მისცა მას სახელწოდება. საკუთარი პოლარული მოგზაურობისას მიღებული მასალების საფუძველზე განავითარა მოძრავი ყინულების თეორია. 1910-1912 წლებში არქტიკაში დირიჟაბლების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპედიციის წევრი შპიცბერგენზე. მისი სახელობისაა კუნძული, მყინვარი და სხვა.

ერიხ დრიგალსკი
გერმ. Erich von Drygalski
დაბ. თარიღი 9 თებერვალი, 1865(1865-02-09)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი კენიგსბერგი[7]
გარდ. თარიღი 10 იანვარი, 1949(1949-01-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] (83 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი[7]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
გერმანიის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, გეოგრაფი, გეოფიზიკოსი, ოკენოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი, polar explorer[8] [8] და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი, კენიგსბერგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და Kneiphof Gymnasium
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები მფარველის მედალი[9] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, კარლ რიტერის მედალი, გუსტავ ნახტიგალის მედალი და დეივიდ ლივინგსტონის საუკუნოვანი მედალი

თხზულებები რედაქტირება

  • Grönland. Expedition der Gesellschaft für Erdkunde zu Berlin. 1891 bis 1893, Bd 1—2, В., 1897;
  • Deutsche Südpolar-Expedition 1901—1903, Bd 1—20, В., 1905—31.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება