ერესუნი (დან. Øresund, შვედ. Öresund), ასევე (გერმ. Sund), — სრუტე კუნძულ ზელანდიასა და სკანდინავიის ნახევარკუნძულს შორის. რამდენიმე დანიურ სრუტესთან ერთად ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს აერთიანებს. ერესუნის სრუტესთან გაშენებულია ორი მსხვილი ქალაქი — კოპენჰაგენი და მალმე, რომლებიც ერესუნის ხიდ-გვირაბით უკავშირდება ერთმანეთს. სრუტე დაახლოებით 8000 წლის წინ გაჩნდა, როდესაც გამყინვარების პერიოდის ყინულებით დამძიმებულმა სკანდინავიურმა ფილამ დახრა დაიწყო და ჩრდილოეთით აიწია, სამხრეთით კი დაიწია. ჩრდილოეთის ზღვის წყლებმა თანამედროვე ერესუნის რაიონის ყელი გადარეცხეს და ფართო დაბლობები დაფარეს, რომლის შედეგადაც ბალტიის ზღვა წარმოიშვა.

ერესუნის სრუტე და ერესუნის ხიდი
ერესუნის სრუტეზე გადებული ხიდი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Øresunddirekt - ერესუნის რეგიონის მოსახლეობისათვის ოფიციალური საჯარო საიტი
  • Øresund Trends დაარქივებული 2012-03-25 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური საჯარო გვერდი მუდმივად განახლებადი ინფორმაციით. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.
  • Øresundstid - ერესუნის რეგიონის ისტორია (ინგლისურად, შვედურად, დანიურად)