ერეკლე ტრიპოლსკი (დ. 24 სექტემბერი, 1951, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, რეჟისორი.

ერეკლე ტრიპოლსკი
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1951 (1951-09-24) (72 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
პარტია „ქართული ოცნება“
მამა იაკობ ტრიპოლსკი

1974 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო 1988 წელს საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინორეჟისორის სპეციალობით.

1974 წელს იყო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1975-1984 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ლაბორატორიის რეჟისორად. 1984-1995 წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი; 1995-2003 წლებში ტელეკომპანია მე-9 არხის გენდირექტორი; 2004-2008 წლებში ტელეკომპანია „მზის“ განყოფილების ხელმძღვანელი; 2008 წელს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო სამჭოს თავმჯდომარე; 2009-2011 წლებში იყო ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 2011-2012 წლებში გახდა ტელეკომპანია მე-9 არხის გენდირექტორის მრჩეველი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (დუშეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი რედაქტირება

  • 1985: „ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“ (დოკუმენტური ფილმი)
  • 1990: „გარესჯისა უდაბნო“ (დოკუმენტური ფილმი)
  • 2009: „ქართველი ლეგიონერები“ (დოკუმენტური ფილმი)

სცენარის ავტორი ფილმებისა რედაქტირება

  • 1990: „გარესჯისა უდაბნო“ (დოკუმენტური ფილმი)
  • 2001:„ოთხი საუკუნის შემდეგ“ (დოკუმენტური ფილმი)

პროდიუსერი ფილმებისა რედაქტირება

  • 2010: „გალობის რაინდები“ (დოკუმენტური ფილმი)
  • 2011: „ნეტავი იქ თეატრი არის?!“ (დოკუმენტური ფილმი)

გადაღებულია ფილმში რედაქტირება

  • 1984:„ადამიანთა სევდა“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება