ერედვი
ერედვი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში და მისი ადმინისტრაციული ცენტრი.
გეოგრაფია რედაქტირება
ქალაქ ცხინვალიდან 5 კილომეტრში. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელი რამდენიმეჯერ დაიბომბა რუსეთის ბომბდამშენების მიერ. საქართველოში რუსული 58-ე არმიის შემოსვლის შემდეგ, სოფელი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან.
ისტორია რედაქტირება
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Еред).
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 177.