ერატო  (ბერძ. Ἐρᾰτώ , ლათ. Eratō) — სასიყვარულო პოეზიის მუზა. მისი ატრიბუტია - კიფარა (ლირის ერთ ერთი სახეობა). ძველი ბერძნული მითოლოგიის პოპულარული პერსონაჟი; ხშირად გამოყენებადი სახე და სიმბოლო ხელოვნებაში. მას მიმართავენ პოემებში აპოლონი როდოსელი [1] და ვერგილიუსი [2].

ერატო

ზევსისა და მნემოსინეს ქალიშვილი [3]. დიოდოროსის მიხედვით, სახელი მიიღო - სწავლულთა შესაძლებლობა გახდე სიყვარულში სასურველი (ეპერასტო) [4].

შენიშვნები რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. აპოლონ როდოსელი. არგონავტიკა III 1-5
  2. ვერგილიუსი. ენეიდა VII 37
  3. ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 3, 1
  4. დიოდოროს სიცილიელი. ისტორიული ბიბლიოთეკა IV 7, 4