ენტონი ედვინ ენტ ფილიპსი (ინგლ. Anthony Edwin Phillips, დ. 1951 წლის 23 დეკემბერის, ჩიზუიკი, ლონდონი) — ინგლისელი მუსიკოსი, რომელიც უფრო ცნობილია 1968-1970 წლებში ჯგუფ ჯენესისში მოღვაწეობით. იგი მონაწილეობდა ჯგუფის ორი სტუდიური ალბომის ჩაწერაში და დატოვა იგი მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სცენის ეშინია. მისმა პირადმა ექიმმა ურჩია ჯენესისიდან წასვლა.

ენტონი ფილიპსი

ენტონი ფილიპსი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1951 (1951-12-23) (72 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
როკ-მუსიკა
საქმიანობა გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარები
აქტიური 1968 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Virgin, Voiceprint
საიტი

1977 წელს გამოიცა ენტონის პირველი სოლო ალბომი The Geese & the Ghost. პანკ-როკის პოპულარობის ტალღაზე იგი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ჯენესისის მოყვარულებმა ალბომი დადებითად შეაფასეს.

1978 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომი Wise After the Event, რასაც მოჰყვა მესამეც - Sides.

Sides-ის შემდეგ ჩაიწერა უფრო ექსპერიმენტული ალბომი Private Parts & Pieces, შემდეგ წელს კი - Private Parts & Pieces II: Back to the Pavilion.

პარალელურად ენტონიმ დაიწყო თანამშრომლობა ჯგუფ Camel-ის მუსიკოსთან ენდრიუ ლატიმერთან. 1983 წელს მან გამოსცა შემდეგი დისკი Invisible Men, რომელიც კომერციულად წარუმატებელი იყო.

უკანასკნელ წლებში ფილიპსმა იმუშავა რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე, ჩაწერა საკონცერტო დისკები და მიიღო მონაწილეობა ჯენესისის კრებულის Genesis Archive 1967–75 გამოსვლასთან დაკავშირებულ აქციაში.

ენტონის ალბომების ყდებს აფორმებს პიტერ კროსი.

დისკოგრაფია რედაქტირება

ჯენესისთან ერთად რედაქტირება

სტუდიური ალბომები
კრებულები

სოლო ჩანაწერები რედაქტირება

ალბომები რედაქტირება

კომპილაციები რედაქტირება

  • Harvest of the Heart (1985)
  • Anthology (1995)
  • Legend (1997)
  • Archive Collection Volume I (1998)
  • Legend (1999) [განსხვავდება წინა გამოცემისგან]
  • Soft Vivace (2002)
  • All Our Lives (2002)
  • Soundscapes (2003)
  • Archive Collection Volume II (2004)
  • Harvest Of The Heart: An Anthology (2014)

სინგლები რედაქტირება

  • Collections / God If I Saw Her Now (1977)
  • We're All as We Lie (1978)
  • Um & Aargh / Side Door (1979)
  • Sally (1983)

სხვა ალბომებზე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება